ავტორი:

ტერაქტი სასტუმროში - ნაირობიში 11 ადამიანი გარდაიცვალა, მსხვერპლი კვლავ გაიზრდება

ტერაქტი სასტუმროში - ნაირობიში 11 ადამიანი გარდაიცვალა, მსხვერპლი კვლავ გაიზრდება

ევაკუაცია კენიის დედაქალაქში მდებარე სასტუმროდან ამ დრომდე გრძელდება, CNN-ის ინფორმაციით, უკვე რამდენიმე საათი გავიდა მას შემდეგ, რაც ისლამისტმა ექსტრემისტებმა სასტუმროზე შეტევა მიიტანეს და სულ მცირე 11 ადამიანი იმსხვერპლეს.

გარდაცვლილთა შორის ერთი აშშ-ს მოქალაქეა.

ნაირობიში, სასტუმრო კომპლექსზე მომხდარი თავდასხმა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტერაქტია ქვეყანაში.

VIDEO: როგორ გამორბის სიკვდილს გადარჩენილი ხალხი სასტუმროდან, სადაც 11 ადამიანი მოკლეს - დრამატული კადრები ნაირობიდან

სამართალდამცველების თქმით, სასტუმროდან კენიელები და უცხოელები ევაკუირებულები არიან, ადგილზე კი პოლიციაა მობილიზებული.

CNN-ის წყარო სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიიდან იუწყება, რომ მსხვერპლი, დიდი ალბათობით, კიდევ გაიზრდება.

თავდამსხმელებმა თავდაპირველად ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილების პარკინგზე აამოქმედეს, შემდეგ კი ერთ-ერთმა მათგანმა სასტუმროს ჰოლში თავი აიფეთქა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სომალიში მოქმედმა დაჯგუფება ალ შაბააბმა აიღო.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე