ავტორი:

სკანდალი ქართულ ჭიდაობაში: მოჭიდავეს ფედერაციის პრეზიდენტმა ბლაგვი საგანი ჩაარტყა

სკანდალი ქართულ ჭიდაობაში: მოჭიდავეს ფედერაციის პრეზიდენტმა ბლაგვი საგანი ჩაარტყა

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი "ფეისბუქზე" განცხადებას ავრცელებს. ის ადასტურებს ფაქტს, რომ 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატზე მას თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ, ხოლო მასთან მყოფმა პირებმა მის ძმას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. გარდა ამისა, დათუნაშვილი სხვა პრობლემებზეც და უსამართლობაზე საუბრობს, რომელიც ხდება ჭიდაობის ფედერაციაში.

შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს 2019 წლის პირველობაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 87 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალი ზურაბ დათუნაშვილისა და რობერტ კობლიაშვილის შორის ჩხუბითა და არეულობით დასრულდა.

შედეგად, დათუნაშვილი შეჯიბრიდან მოხსნეს, ხოლო გამარჯვებულად კობლიაშვილი გამოცხადდა.

VIDEO: ხელჩართული ჩხუბი სპორტის სასახლეში და ფრაგმენტი შეწყვეტილი რეპორტაჟიდან, რომლის შემდეგაც არეულობა დაიწყო

გთავაზობთ დათუნაშვილის განცხადებას უცვლელად:

"გამარჯობა, მეგობრებო. პირველ რიგში მინდა თითოეულ გულშემატკივარს მადლობა გადაგიხადოთ როგორც ზოგადად, ასევე ბოლო დღეებში გამოჩენილი თანადგომისთვის. ჩემთვის თქვენი დამოკიდებულება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველა თქვენი წერილი და გამამხნევებელი სიტყვა მაძლიერებს და ვხვდები, რომ არ მაქვს უფლება იმედი გაგიცრუოთ, ან სიტუაციაში არ გაგარკვიოთ. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის სახელოვან სპორტსმენებს, ჩვენს ვეტერან მოჭიდავეებს, რომლებიც ჩემ გვერდით არიან და მიცხადებენ მხარდაჭერას.

ჭიდაობის გულშემატკივარმა გაიგო იმ სამწუხარო ფაქტის შესახებ, რაც საქართველოს ჩემპიონატზე 11 იანვარს მოხდა და რომელსაც ჰყავს უამრავი თვითმხილველი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები.

მოგეხსენებათ, ჩემსა და ჩემ უახლოეს მეგობარ, რობერტ კობლიაშვილს შორის მიმდინარე ფინალში ორი მსაჯის მიერ ჩემ სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მესამემ დაბლოკა, რასაც ჩემი მხრიდან მოყვა პროტესტი. მესმის, რომ გულშემატკივრისთვის და ტელემაყურებლისთვის შესაძლოა, რთული აღსაქმელი იყოს ჩემგან ეს ქმედება, თუმცა როდესაც ხდები არასამართლიანი გადაწყვეტილების მსხვერპლი და შენს წლების ნაშრომს პირადი მოტივების გამო გიყრიან წყალში დამეთანხმებით, რთულია თავის შეკავება.

აქვე მინდა ცალსახად დავაფიქსირო, რომ ჩემი პროტესტი არ იყო მიმართული რობერტ კობლიაშვილის მიმართ და მომხდარს ჩვენს მეგობრობაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია წაიკითხეთ სრულად

დასეტყვილი ვენახები, მოგლეჯილი ხეები და დატბორილი გზები - ფოტოები რეგიონებიდან, სადაც სტიქიას ებრძვიან

კორონავირუსით ინფიცირების 1 089  ახალი შემთხვევა და 18 გარდაცვლილი - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია შედეგები რეგიონების მიხედვით

რას საქმიანობს ლევან ვასაძის ულამაზესი ქალიშვილი, რომელიც მამის ბრენდის სახეა - თათა ვასაძის ფოტოები