ავტორი:

თებერვლის ფინანსური ჰოროსკოპი: ვის გაუჩნდება ახალი შემოსავლის წყარო, ვინ აღმოჩნდება რთულ სიტუაციაში და ვინ გამდიდრდება

თებერვლის ფინანსური ჰოროსკოპი: ვის გაუჩნდება ახალი შემოსავლის წყარო, ვინ აღმოჩნდება რთულ სიტუაციაში და ვინ გამდიდრდება

თებერვალი გვიახლოვდება და ყველას ძალიან გვაინტერესებს, რა სახის ფინანსურ ცვლილებებს უნდა ველოდოთ.

ვერძი

კარიერაში დიდი ნახტომი გელით, ან მოგეცემათ სოლიდური თანხის შოვნის საშუალება. შანსს ნუ გაუშვებთ ხელიდან. დარწმუნდით, რომ შემოსავალი გონივრულად დააბანდებთ და არ გაფლანგავთ. წინასწარ შეადგინეთ სამოქმედო გეგმა. არსებობს საშიშროება, რომ ფულის მიღება იმდენად გაგახარებთ, თავზე კონტროლს დაკარგავთ და სწრაფადვე დახარჯავთ.

კურო

თუ თქვენ დაქორწინებული კურო ხართ, ან დიდი ხნის ურთიერთობა გაკავშირებთ პარტნიორთან, გილოცავთ. თქვენს მეორე ნახევარს თებერვალში ახალი შემოსავლის წყარო გაუჩნდება, რაც ორივე თქვენგანზე დადებითად აისახება. წვრილ-წვრილი პრობლემები, რომელიც ძალიან გთრგუნავდათ, ამ თანხის დახმარებით მოგვარდება. რაც შეეხება კონკრეტულად თქვენს შემოსავალს, გაგიჩნდებათ გაუთვალისწინებელი ხარჯები, მაგრამ - არა დიდი. ელოდეთ ფინანსურად სტაბილურ თებერვალს, თუმცა მოდუნება მაინც არ ღირს.

ტყუპი

ტყუპი, რომელსაც ბანკისგან ან მიკროსაფინანსოსგან სესხი აქვს აღებული, მის დაფარვას შეძლებს. ნუ იჩქარებთ ძვირფასი ნივთების გაყიდვას. ამ ნიშნით დაბადებულ ზოგიერთ ადამიანს ბიზნესპარტნიორთან უთანხმოება მოუვა, ან სერიოზულად გაესაუბრება, რადგან საბუთებში ფინანსურ ხარვეზს, გაბნეულ თანხას აღმოაჩენს. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები, რომლებსაც სასამართლოში ფინანსური დავა აქვთ, მიიღებენ პასუხს (შედგეს), რაც მათ ცხოვრებაში ცვლილებებს მოიტანს.

კირჩხიბი

თებერვალი ფინანსურად არასტაბილური იქნება თქვენთვის. ერთი მხრივ, დიდი თანხის გაღება მოგიწევთ გარკვეული პრობლემის გადასაჭრელად, მეორე მხრივ, თვის შუა რიცხვებში მიიღებთ ფულად დანამატს ადრე გაწეული შრომისთვის ან გაიჩენთ შემოსავლის ახალ წყაროს. შესაძლოა ჰობი აქციოთ საქმედ. ზოგიერთი კირჩხიბი წამოიწყებს მცირე ბიზნესს ან დაარსებს ორგანიზაციას. კირჩხიბებო, თამამად მოითხოვეთ თანხა, რომელიც გეკუთვნით, მაგრამ ჯერ არ მიგიღიათ.

ლომი

ზოგიერთი ლომი თებერვალში მიხვდება, რომ ხელმომჭირნეობის დრო დადგა. არ შეიძლება თანხა ასე დაუდევრად ხარჯოს. ამ თვეში ლომი პრიორიტეტებს გადაანაწილებს და რაციონულად განკარგავს, რაც მომავალში მის ბიუჯეტზე დადებითად აისახება. ბევრი ლომი ანაბარს გახსნის და თანხის დაგროვებას დაიწყებს ბიზნესისთვის, სწავლისთვის ან სამგზაუროდ. ლომები, რომლებსაც ჯანმრთელობის გაუარესების გამო ფინანსურად არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ჯერჯერობით ვერ შეძლებენ ვალების გასტუმრებას, სამაგიეროდ, ახალი ფინანსური ვალდებულებების კისრებაც არ მოუწევთ...წაიკითხეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს