ავტორი:

რატომ მიეწოდება მოქალაქეებს გაზი დაბალი წნევით და რა რისკებს ხედავენ ამაში სპეციალისტები?

რატომ მიეწოდება მოქალაქეებს გაზი დაბალი წნევით და რა რისკებს ხედავენ ამაში სპეციალისტები?

„ბუნებრივი აირის ქსელს ექსპლუატაციის ვადა 3-ჯერ აქვს გასული და ასეთი ქსელის ექსპლუატაცია, რომლითაც დღეს ჩვენი ქალაქი მარაგდება, დაუშვებელია,“ - ამის შესახებ „კვირის პალიტრა“ სფეროს სპეციალისტზე დაყრდნობით წერს.

როგორც „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ დირექტორის ყოფილი პირველი მოადგილე სოსო სიმონიშვილი „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას აცხადებს, გაზგაყვანილობის ქსელი ზოგან კატასტროფულ მდგომარეობაშია და რკინის მილებს კედლებიც კი აღარ აქვს შერჩენილი, მიწამ მიიღო მილის ფორმა და არის ადგილები, სადაც სწორედ მილის ფორმის მიწაში გადის გაზი.

„ათწლეულებია უკვე ამის გამო ქალაქს გაზი ძალიან დაბალი წნევით მიეწოდება. წნევას რომ მოუმატონ, ხომ დაგლიჯა ყველგან დაჟანგული მილები. არადა, ასეთი დაბალი წნევით გაზმომარაგებაც ძალიან სარისკოა. თუ ასეთი წნევის პირობებში ერთმა მეზობელმა ჩართო აირღუმელი, მოგვიანებით კი მეორემ უფრო ძლიერი გაზის ხელსაწყო, პირველ ხელსაწყოს შესაძლოა გაზის მიწოდება შეუწყდეს. წაიკითხეთ სრულად

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო