ავტორი:

2019 წლის თებერვლის სასიყვარულო ჰოროსკოპი: ვინ დაშორდება და ვინ შეურიგდება პარტნიორს? ვინ გაიცნობს მომავალ მეუღლეს და ვის ელოდება სასიამოვნო თავგადასვალი?

2019 წლის თებერვლის სასიყვარულო ჰოროსკოპი: ვინ დაშორდება და ვინ შეურიგდება პარტნიორს? ვინ გაიცნობს მომავალ მეუღლეს და ვის ელოდება სასიამოვნო თავგადასვალი?

პირადი ცხოვრება თითოეული ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ შეკითხვები დაგიგროვდათ და გაინტერესებთ რა გელოდებათ თებერვალში, გთავაზობთ სასიყვარულო ჰოროსკოპს ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის.

ვერძი

თებერვალი აღმოჩნდება თვე, როდესაც ნამდვილად ვერ მოიცლით სიყვარულისა და რომანტიკისთვის. ზოგიერთ ვერძს აწყენინებს საყვარელი ადამიანი, ან თხოვნაზე უარს ეტყვის და გულს დაწყვეტს. მარტოხელა ვერძების ცხოვრებაში გამოჩნდებიან სერიოზული ურთიერთობით დაინტერესებული ადამიანები, მაგრამ ვერძი გადაწყვეტს ხელი ჰკრას მას. ნუ იჩქარებთ მის გაგდებას.

კურო

თებერვალში ზოგიერთი კურო იგრძნობს, რომ მისი პირადი ცხოვრება საგრძნობლად გამოშრა, განსაკუთრებით კი ისინი, ვისაც 2018 -მა წელმა მძაფრი ემოციები და შთაბეჭდილებები აჩუქა. ამ ნიშნით დაბადებულებს, რომლებიცარც თუ ისე დიდი ხანია ურთიერთობაში არიან, წვრილმანი პრობლემების გადაჭრა მოუწევთ, გამორიცხული არ არის მოკლევადიანი დაძაბულობა და კონფლიქტი პარტნიორებს შორის, რაც სწრაფადვე მოგვარდება, თუ გამოიჩენთ მოთმინებას და მიმტევებლობას. მარტოხელა კუროებისთვის თვის ბოლო კვირა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართება.კურო, რომელიც დიდი ხანია რომანტიკას გაურბის, აღმოაჩენს, რომ მარტოობამ დაღალა.

ტყუპი

თებერვალში ტყუპი წარსულ ურთიერთობებს გადაავლებს თვალს და გააცნობიერებს, რომ გაიზარდა, ფასეულობები შეეცვალა და შეცდომებზე ისწავლა. თებერვალში მოსალოდნელია მოვლენა, რომელიც აღარსდროსდაგავიწყდებათ. ტყუპი, რომელსაც მეორე ნახევარი ჰყავს, მისგან სასიამოვნო სიურპრიზს უნდა ელოდოს. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი, რომელსაც ოდესღაც გული გაუტეხეს და მის მერე მარტოობას ამჯობინებს, თებერვალში პოტენიურ მეუღლეს შეხვდება, ამიტომ ფართოდ გაახილეთ თვალები და დააკვირდით ხალხს, რომელიც თქვენ გარშემო ირევა.

კირჩხიბი

თქვენი პარტნიორი ძალიან დაიღალა... თქვენც დაიღალეთ. იანვრის ბოლო კოფნლიქტებით იყო სავსე, მიუხედავად იმისა, რომ პირველმა კვირამ ძალიან სასიამოვნოდ ჩაიარა. საქმე ისაა, რომ უთანხმოებები არ დასრულდება, სანამ რაიმეს არ შეცვლით. კარგად გაანალიზეთ მიზეზი და მოსპეთ, ან თუ არ ამოძირკვავთ, შეამსუბუქეთ მაინც, რომ ასეოდენ მწვავედ აღარ აღიქვამდეს თქვენი პარტნიორი. თებერვალი, პირველ რიგში, აუცილებლად უნდა დაუთმოთ პირადი "ფრონტის" მოწესრიგებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელი შეგეშლებათ სამსახურშიც და სწავლაშიც. თუ ამას შეძლებთ, ნამდვილად გახდებით წყვილი, რომელსაც ვეღარაფერი დაამარცხებს. მარტოხელა კირჩხიბებო დროებით მიჰყევით დინებას და ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება...წაიკითხეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს