ავტორი:

იტალიაში მოკლული ქართველი ემიგრანტი მხატვარი თამარ მოდებაძეა

იტალიაში მოკლული ქართველი ემიგრანტი მხატვარი თამარ მოდებაძეა

იტალიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია მხატვარი თამარ მოდებაძე, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია იტალიაში ემიგრაციაში ცხოვრობდა. ცნობილია რომ, 54 წლის ქალს მეგობრები სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი იპოვეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ემიგრანტების იმედის" დამფუძნებელი შოთო სიხარულიძე წერს, რომ ქალი სასტიკად ნაწამები იპოვეს:

"კიდევ ერთი საშინელი უბედურება შემატყობინეს იტალიიდან... ძალიან მაგარი ადამიანი, უნიჭიერესი ხელოვანი, თამარ მოდებაძე იტალიაში საკუთარ სახლში სასტიკად ნაწამები და მოკლული იპოვეს... უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი ქალბატონ თამარს! "ქართული ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტს" 2017 წლის დაჯილდოვებაზე წარდგენილი ყავდა წარმატებული ხელოვანი ემიგრანტის სახელით.

ქართველი მხატვრის ნახატები არაერთხელ გახდა იტალიელი პოეტისა და მწერლის დანიელა ფერაროს შთაგონების წყარო და მის ნახატებზე შექმნილი ლექსები და თხზულებები გამოცემულია ალბომად, რომელსაც „პოეტური ფიქრები" ჰქვია" - წერს სიხარულიძე.

მკვლელობის შესახებ წერენ თამარ მოდებაძის ნაცნობ-მეგობრები "ფეისბუქზე". მათი ინფორმაციით, მხატვარი სასტიკად ნაწამები იპოვეს ბინაში და სავარაუდოდ, მკვლელობა ქართველმა ჩაიდინა. "თამარი სასტიკი ნაწამები ხელფეხშეკრული მკვდარი იპოვეს ბინაში... მოტივი უცნობია" - წერს კომენტარში მაკა ფერცულიანი.

"ჩემო მეგობარო სასიკვდილოდ რატომ, როგორ გაგიმეტეს... ფულს ვაგროვებო ბოლოს მითხრა, დიდი სახელოსნო უნდა გავხსნა თბილისშიო და ამ ფულის გამო ხომ არ მოგკლეს ჩემო ძვირფასო მეგობარო..." - წერს ცირა ქართველიშვილი.

თამარ მოდებაძე ბოლო წლებში იტალიაში, ნეაპოლში ცხოვრობდა და მუშაობდა. იღებდა შეკვეთებს საბერძნეთისა და იტალიის გალერეებიდან, მისი ნამუშევრები გამოფენილია ევროპის მუზეუმებში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იტალიაში საქართველოს კონსული მომხდარის გამო მუდმივ კონტაქტზე იმყოფება გარდაცვლილის ოჯახთან და საჭიროების შემთხვევაში დახმარებას გაუწევს.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო