ავტორი:

გოგონა, რომელიც მამამ და დედინაცვალმა ცემით მოკლეს - ამ ამბავმა თავის დროზე მსოფლიო შეძრა

გოგონა, რომელიც მამამ და დედინაცვალმა ცემით მოკლეს - ამ ამბავმა თავის დროზე მსოფლიო შეძრა

ავრორა განიონის ამბავმა თავის დროზე მართლაც მსოფლიო შეძრა. მოგვიანებით ამ ამბავზე ფილმები გადაიღეს და 2005 წელს გადაღებული სურათი ალბათ ბევრ თქვენგანსაც უნახავს. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ეს ისტორია ნამდვილად მოხდა და ეს ბავშვი - უფროსების მიერ ნაწამები და მოკლული 10 წლის გოგონა, მართლა არსებობდა.

დღეს, როცა კვლავაც ხდება, სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტები, ავრორა განიონის ამბავი ისევ და ისევ აქტუალურია და ყველაზე მეტად იმის გასააზრებლად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ დროს საზოგადოების აქტიურობა და არა გულგრილად, შორიდან ყურება იმისა, თუ რა სისასტიკეხდება შენ გვერდით.

ავრორა, იგივე მარია-ავრორა-ლუსიენ განიონი კვებეკში, კანადაში იყო დაბადებული 1909 წელს. პატარა სოფელში ცხოვრობდა და თავისი დედინაცვლის - მარი-ენ უდის და მამის - ტელესფორ განიონის ძალადობის მსხვერპლად იქცა. გარდაიცვალა ინფექციით, რომელიც გამოიწვია მრავლობითმა ჭრილობებმა მის სხეულზე.

მართალია, მსგავსი შემთხვევები იმ დროის კანადის სოფლებში და სხვაგანაც ხშირად ხდებოდა, როცა მშობლები ასე უსწორდებოდნენ "ურჩ" შვილებს, ავრორას ამბავმა ყველაფერი შეცვალა. ეს იქცა ყველაზე მძიმე დრამად, რომელმაც კვებეკელების კოლექტიური ცნობიერება შეძრა. ამ ამბავზე იდგმებოდა სპექტაკლები, იღებდნენ ფილმებს და მისი საკუთარი სოფელი ფორტიევილიც ამ ამბის შემდეგ გახდა სახელგანთქმული. ეს ამბავი იქცა საჩვენებლად, სამაგალითოდ იმ არემარეში დაროგორც ამბობენ, ადამიანებზე უდიდესი გავლენა მოახდინა.

ავრორას სამი და-ძმა ჰყავდა. დედას ნაადრევა ასაკში დაემართა ტუბერკულოზი. სწორედ ამ პერიოდში, როდესაც ის სამკურნალოდ გადაიყვანეს, მდიდარი ფერმერის ტელესფორის ოჯახში მისი ბიძაშვილის ცოლი - მარი ანი გადმოვიდა საცხოვრებლად, თავისი ორი შვილით. ამ 30 წლის ქალს ქმარი და რამდენიმე შვილი ჰყავდა უკვე გარდაცვლილი. სწორედ მისი ამ სახლში გადმოსვლიდან იწყება დრამატული ამბები. წაიკითხეთ სრულად

"მოჩვენებების სოფელი“ უდაბნოში, სადაც სახლებს კარი და ფანჯრები არ აქვთ - რატომ გაიქცნენ ადამიანები ალ მადამიდან

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ჩემოდნებით ხელში - "მეამბოხე წყვილის“ პირველი ერთობლივი ფოტოები კანადიდან

23 თე­ბერ­ვალს ახალმთვა­რე­ო­ბაა - რა უნდა იცოდნენ ზოდიაქოს ნიშნებმა