ავტორი:

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ჩემოდნებით ხელში - "მეამბოხე წყვილის“ პირველი ერთობლივი ფოტოები კანადიდან

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ჩემოდნებით ხელში - "მეამბოხე წყვილის“ პირველი ერთობლივი ფოტოები კანადიდან

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი კანადაში გადაბარგების შემდეგ, პაპარაცებმა ერთად პირველად გადაიღეს. ფოტოები ვალენტინობის დღეს, 14 თებერვალსაა გადაღებული. როგორც სურათებზეა აღბეჭდილი, წყვილი თვითმფრინავიდან ჩამოდის და თავიანთი ბარგიც თავად მოაქვს.

ფოტოებს ბრიტანული გამოცემა Daily Mail ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მეგანი და ჰარი აშშ-ში იმყოფებოდნენ და პაპარაცებმა ისინი კანადაში დაბრუნების შემდეგ, Victoria-ს აეროპორტში დააფიქსირეს.

წყვილს ჩვეულებრივად, მარტივად და სპორტულად ეცვა. ჰარი ნაცრისფერ სამოსში იყო გამოწყობილი და ე.წ. ბეისბოლის კეპიანი ქუდი ეფარა. ყურადღება მიიპყრო მეგანის ჩანთამ, რომელიც Prada-ს კოლექციიდანაა და 1790 დოლარი ღირს. ჩანთა ეკომეგობრული მასალისგანაა დამზადებული.

ჰარი და მეგანი ბარგით ხელში

შეგახსენებთ, მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრის სტატუსზე და პრივილეგიებზე უარი თქვეს. წყვილის სკანდალურ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ თავისუფლება და ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება სურდათ. მათივე განცხადებით, დროის ნაწილს კანადაში, ნაწილს კი, დიდ ბრიტანეთში გაატარებენ.

სანდო წყაროებზე დაყრდნობით ბრიტანული გამოცემები წერდნენ, რომ წყვილის გადაწყვეტილებამ ძალიან გაანაწყენა დედოფალი ელისაბედი და ასევე, პრინცის ძმა, უილიამი, თუმცა საჯარო განცხადებებით მათ გაბრაზება არ გამოუხატავთ. საჯაროდ დედოფალმაც და ულიამმაც ჰარისა და მეგანს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

შორენა ბეგაშვილის ესპანური არდადეგები - ტელეწამყვანმა საყვარელ მამაკაცს ჩააკითხა

"რამდენიმე საათით ადრე დიდ შეხვედრამდე" - ორსული ნუცა ქავთარაძის ახალი ფოტოები

ნახევარი მილიონი ჩეჩენისა და ინგუშის დეპორტაცია საქონლისთვის განკუთვნილი ვაგონებით - ოპერაცია "ჩეჩევიცას" უმძიმესი შედეგები