ავტორი:

"მის მოსკოვი" მალაიზიის ყოფილ მეფეს შორდება

"მის მოსკოვი" მალაიზიის ყოფილ მეფეს შორდება

„მის მოსკოვი 2015“ ოქსანა ვოევოდინა და მალაიზიის ყოფილი მეფე მუჰამად მეხუთე ორთვიანი ქორწინების შემდეგ შორდებიან, ამის შესახებ რუსული მედია წერს.

წყაროების ცნობით, წყვილის დაშორების მიზეზი ხშირი ჩხუბი და აზრთა სხვადასხვაობა გახდა, მათ შორის გრძნობებიც შესამჩნევად განელდა. მედია წერს, რომ ყოფილი მეფე და ყოფილი „სილამაზის დედოფალი“ განქორწინებისთვის საჭირო დოკუმენტაციას ამზადებენ.

დაშორების შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის ისეთივე მოულოდნელი აღმოჩნდა, როგორც მათი დაქორწინება.

მდიდრული ქორწილი ნოემბერში შედგა, მოსკოვში. 49 წლის საყვარელი მამაკაცისთვის 25 წლის ვოევოდინამ რელიგიაც კი შეიცვალა და ისლამი მიიღო.

ცოტა ხნის შემდეგ კი მუჰამადი ტახტიდან გადადგა. „გაცნობებთ, რომ მისი უდიდებულესობა 6 იანვარს ტახტიდან გადადგა,“ - ნათქვამი იყო სასახლის განცხადებაში, თუმცა მისი გადაწყვეტილების მიზეზებზე ოფიციალური პირები არაფერს ამბობენ.

როგორ მიულოცა დაბადების დღე ნიკოლოზ ბასილაშვილს გერმანელმა შეყვარებულმა - "ერთი დღე არ არის საკმარისი"

აშშ-ში ექვსფეხა ლეკვი დაიბადა - "ის ნამდვილი სასწაულია“

საუზმედ სოსისს ნუ მიირთმევთ, კვებამდე ნახევარი საათით ადრე ორი ჭიქა წყალი დალიეთ - ჯანსაღი კვების წესები ენდოკრინოლოგისგან