ავტორი:

სენეგალელი "სიამის ტყუპების" მამა უმძიმესი არჩევანის წინაშე - "სიამის ტყუპების" ფენომენი და მისი ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები

სენეგალელი "სიამის ტყუპების" მამა უმძიმესი არჩევანის წინაშე - "სიამის ტყუპების" ფენომენი და მისი ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები

სიამის ტყუპების მამა, რომელიც შვილებთან ერთად, სენეგალიდან დიდ ბრიტანეთში გადასახლდა, რათა შვილებისთვის ოპერაცია გაეკეთებინა, მძიმე არჩევანის წინაშე აღმოჩნდა. ექიმების თქმით, ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში, ერთ-ერთი გოგონა გულის უკმარისობით გარდაიცვლება...

"ერთის სიკვდილი მეორის გადასარჩენად, ჩემთვის უმძიმესი არჩევანია... ექიმების თქმით, ოპერაცია ორივესთვის სარისკოა, განსაკუთრებით კი მერიემისთვის, რომელსაც გულის პრობლემები აქვს. სხვა შემთხვევაში, როგორც ექიმები ამბობენ, ორივე გარდაიცვლება და გადაწყვეტილება დროულად უნდა მივიღო, რადგან დრო მნიშვნელოვანია. არადა, ჩემთვის ორივე ძალიან ძვირფასია, ამიტომ არ შემიძლია არჩევანი რომელიმე ერთის სასარგებლოდ გავაკეთო, არ შემიძლია თავად გადავწყვიტო, რომელმა იცოცხლოს და რომელმა - არა", - ამბობს გოგონების მამა, სენეგელალი იბრაჰიმი, რომელიც შვილებთან ერთად უელსში ცხოვრობს.

მისივე თქმით, მას არ შეუძლია იფიქროს, რა მოხდება ხვალ და ცდილობს, თავი ორივემ ბედნიერად იგრძნოს.

მეცნიერებამ ჯერჯერობით ვერ დაადგინა, რა არის სიამის ტყუპების დაბადების მიზეზი

მსოფლიოში 80 მილიონზე მეტი სიამის ტყუპი ცხოვრობს და ბოლო წლებში, კონკრეტულად 60-იან წლებთან შედარებით, 2.5%-ით მეტი ტყუპი დაიბადა.

სიამის ტყუპები რთული ფენომენია, რომლის შესწავლასაც მეცნიერება დღემდე ცდილობს. მედიცინის მუშაკების ცნობით, არსებობენ ორი სახის ტყუპები - ერთკვერცხისეული და სხვადასხვაკვერცხისეული. პირველები ვითარდებიან ერთი ზიგოტისგან (მათ მონოზიგოტურსაც უწოდებენ), რომელიც ორსულობის ადრეულ სტადიაზე იყოფა ორ ან მეტ იზოლირებულ ნაწილად. ამათგან თითეული დამოუკიდებელ ორგანიზმად ვითარდება. ჩანასახის ნაწილების არასრული დაცილება იწვევს სიამის ტყუპების განვითარებას. ერთკვერცხისეულ უჯრედებს აქვთ საერთო პლაცენტა, ერთნაირი გენოტიპი, ყოველთვის ერთი სქესისანი არიან, აქვთ სისხლის ერთი და იგივე ჯგუფი და ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. მათ ერთნაირი გემოვნება, ჩვევები და თვისებები აქვთ.

გარდა ამისა, სიამის ტყუპების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ინდივიდუალურია

ყველა მათგანი თავისთავად განსაკუთრებული და უჩვეულია, თუმცა, არის მსოფლიოში ცნობილი რამდენიმე სიამის ტყუპი, რომლებიც თავიანთი ისტორიით სხვებს არ ჰგვანან.

ები და ბრიტანი ჰენსელები, თანამედროვეობის ყველაზე ცნობილ დებად ითვლებიან, მათ საერთო მხრები, ხელები, ორი ფეხი და ორი გული ჰქონდათ. ისინი 1990 წელს ამერიკაში, მინესოტის შტატში დაიბადნენ. სირთულის მიუხედავად, მათ ცხოვრების გაგრძელება შეძლეს, ისწავლეს სიარული, მიიღეს განათლება, დადიოდნენ სპორტზე, ჰქონდათ თავიანთი ჰობი და ზოგადად, ცდილობდნენ, სრულფასოვანი ცხოვრება ჰქონოდათ...

ის ფაქტი, რომ სიამის ტყუპების სამყაროში ყოველთვის იყვნენ გამონაკლისები, ამის დასტურია, სიამში, ტაილანდში დაბადებული ტყუპების ისტორია, საიდანაც დამკვიდრდა ტერმინი "სიამის ტყუპები".

ჩანგი და ენგი ბანკერები სიამში, 1811 წელს დაიბადნენ. მათ მთელი ცხოვრება გადაბმული მკერდებითა და საერთო ნეკნებით იცხოვრეს. დიდი ხნის განმალობაში, ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობდნენ და ბრიტანელი რობერტ ჰანტერის შოუს სახელით, საცირკო შოუში მონაწილეობდნენ, სწორედ მაშინ შეარქვა მათ ხალხმა "სიამის ტყუპები".

1939 წელს, ისინი ამერიკაში გადავიდნენ საოცხოვრებლად, სადაც მათ მოგროვებული ფულით ფერმა შეიძინეს. 1943 წელს მათ იქორწინეს დებზე ეითსებზე, რომლებმაც ტყუპებს 21 შვილი გაუჩინეს. ძმები ექიმებს სთხოვდნენ, მათი დაცალკევების ოპერაცია ჩაეტარებინათ, თუმცა ამის გაკეთება ვერც ერთმა მაშინდელმა წარმატებულმა ექიმმა ვერ გარისკა. ჩანგი და ენგი ერთ დღეს, რამდენიმე წუთის სხვაობით, 62 წლის ასაკში გარდაიცვალნენ.

დასავლური მედია გამორჩეულს უწოდებს დები დეიზი და ვიოლეტა ჰილტონების ბიოგრაფიას. მათი ცხოვრების მოტივებზე არაერთი მიუზიკლია გადაღებული. ტყუპი დები 1908 წლის 5 თებერვალს ინგლისში დაიბადნენ. გოგონების დედა ქეით სქინერი, ერთ-ერთ პაბში მიმტანად მუშაობდა და შვილები ერთ-ერთი მეგობარი მამაკაცისგან გააჩინა. ის შვილებს კომერციული ინტერესებისთვის იყენებდა და ამით ფულს შოულობდა. მათი ცხოვრება ძალიან ჰგავს ამერიკული ფილმის "საშინელებათა ამერიკული ისტორიების" სცენარს. დედა შვილებს მუსიკასა და ცეკვაში ამზადებდა და შემდეგ სანახაობებს აწყობდა, რომელიც ყოველთვის ხალმხმრავალი იყო. თავიანთი გამორჩეულობით პოპულარული გოგონების ყოველკვირეული შემოსავალი 5 ათასი დოლარზე მეტი იყო, რაც იმ დროს ძალიან დიდ თანხად ითვლებოდა. გოგონებს, საკმაოდ მრავალფეროვანი სასიყვარულო ისტორიები ჰქონდათ, რომლებიც მედიის ყურადღების მიმღა არასდროს რჩებოდა.

ერთ-ერთი მათგანი, ვიოლეტი, მორის ლამბერტზეც დაინიშნა, მეორე და კი, მსახიობ ჰაროლდ ესტერს გაჰყვა ცოლად, თუმცა ეს ქორწინება მალევე დაიშალა. 1941 წელს, ამერიკული მედია წერდა, რომ ტყუპების პიარ-მენეჯერი, ტერი ტერნერი ვიოლეტის ცოლად შერთვას აპირებდა, დეიზი კი - მსახიობ ჯიმი მურზე დაქორწინდა, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ჯიმი გეი იყო.

მას შემდეგ, რაც საცხობი გახსნეს, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, დები 1969 წლის 4 იანვარს, რამდენიმე წუთის სხვაობით გარდაიცვალნენ.

80-იან წლებში და უფრო ადრეც, სიამის ტყუპების დაცილების არაერთი მცდელობა იყო, თუმცა, წარმატებული არცერთი აღმოჩნდა... ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ოპერაცია 1991 წელს დაბადებული ყირგიზი ტყუპი დების - ზიტას და გიტას დაშორება იყო.

ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ გოგონები ყირგიზეთში დაბრუნდნენ. ისინი სპეციალურ სკოლა-ინტერნატში სწავლობდნენ, რისი დასრულების შემდეგაც, მედიცინით დაინტერესდნენ.

სამწუხაროდ, 2013 წლიდან ზიტას ჯამრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, იგი ცალი თვალით დაბრმავდა, ხოლო 2015 წლის 29 ოქტომბერს ზიტა გარდაიცვალა. გიტას ჯანმრთელობის მდგომარეობა დღემდე დამაკმაყოფილებელია.

ცნობისთვის, ამერიკის ქალაქ ტვინსბურში, ყოველწლიურად ატარებენ ტყუპების მსოფლიო ფესტივალს, სადაც ხანდახან დიდი ხნის უნახავი ტყუპები ხვდებიან ერთმანეთს, რომელთა მონაყოლიდან ირკვევა, რომ ისინი თითქმის ერთნაირად ცხოვრობენ...

გამოყენებულია bbc-ის მასალები

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე