ავტორი:

გუსტავ კლიმტის ამაღელვებელი ცხოვრება და მისი ყველაზე ცნობილი ნახატების ისტორია

გუსტავ კლიმტის ამაღელვებელი ცხოვრება და მისი ყველაზე ცნობილი ნახატების ისტორია

გუსტავ კლიმტი - არაერთი ადამიანის საყვარელი მხატვარი, რომლის ნახატებიც სინაზის, რომანტიკის, სიშიშვლის, მშვენიერების და სილამაზის ტრიუმფია. ეს სიმპათიური გენიოსი საშუალო ფენის ოჯახში დაიბადა, სადაც მამაც და ძმებიც ხატვით იყვნენ დაკავებულნი.თავიდან ადგილობრივი შენობების მოხატვაზე მუშაობდა, მოგვიანებით კი გაცილებით სერიოზული შემოთავაზებები მიიღო.

1885-86 წლებში უკვე ძმასთან და ახალგაზრდა მხატვარ ფრანც მატჩთან ერთად ვენის „ბურგთეატრსა“ და სამხატვრო-ისტორიულ მუზეუმს აფორმებდა. მუშაობის დასრულების შემდეგ იმპერატორმა ფრანც იოსიფმა კლიმტი ოქროს ჯვრით დააჯილდოვა ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის.

გუსტავის ერთ-ერთი ცნობილი და ამავდროულად, გამორჩეულად რომანტიკული ნახატი ალბათ ყველა ადამიანს უნახავს.

უფსკრულის პირას მდგომი წყვილი, ბუნების სილამაზე, ვნება, რომელიც საზღვრებს სცილდება... წარმოუდგენელია იმის სრულად ჩამოთვლა ან აღწერა, რაც ამ ნახატის ყურების დროს მთელი სისავსით შეიძლება იგრძნოს ადამიანმა.

ამ შედევრის შექმნის სხვადასხვა ვერსია არსებობს. ასე, მაგალითად: შეიძლება კლიმტმა დაგვაბნია, როცა განაცხადა, საკუთარი თავი არასდროს დამიხატავსო, რომ არ გვეეჭვა მთავარი. დიახ, არსებობს ვერსია, რომ ნახატზე სწორედ კლიმტია გამოსახული თავისი სიყვარულის ობიექტთან ერთად. თუმცა, მკვლევართა აზრით, ეს იყო შურისძიება.

რატომ? ამბობენ, რომ „კოცნა“ ერთმა ცნობილმა გრაფმა თავისი სატრფოსთვის შეუკვეთა მხატვარს. მისცა მედალიონი ქალის პორტრეტით და უნდოდა, ტილოზე მისი და მისი სატრფოს ვნებიანი კოცნა ყოფილიყო გამოსახული.

მხატვარმა შეკვეთა შეასრულა, გრაფი კმაყოფილი დარჩა, თუმცა გაუჩნდა კითხვა - ნახატზე ქალი კოცნითვე რატომ არ პასუხობდა.

კლიმტმა უპასუხა, რომ სცადა, სურვილი გამოეხატა, რადგან თავად კოცნის უდიდესი ნეტარების გადმოცემის უნარი უბრალო ფუნჯს არ შესწევს.

მათი ვერსიით, „კოცნის“ საიდუმლო შემდეგში მდგომარეობდა: მხატვარს ტილოზე მუშაობისას თავად შეუყვარდა მედალიონზე გამოსახული გოგონა. ხატვის დროს ეჭვიანობამ შეიპყრო და ამიტომ დახატა არა კოცნა, არამედ კოცნის მოლოდინი - ამით ერთგვარად შური იძია გრაფზე, რომელსაც მისთვის სასურველი ქალის სიყვარული ხვდა წილად.

კაშკაშა ოქროსფერი - მხატვარს ყველა სხვა ფერზე მეტად უყვარდა, რაც მის ნახატებში ნათლად ჩანს. საბედისწერო ქალები - ისინი დღეს კლიმტის ნახატებმა შემოგვინახეს. ერთ-ერთი მათგანია „დანაე“. ემოციების ქარიშხალში მოქცეული, ლოყებშეფაკლული შიშველი გოგონა ჟღალი თმით და თეთრი ფერის კანით. წაიკითხეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს