ავტორი:

19 ადგილი, სადაც ლითონის საფეხმავლო ხიდებს აიღებენ

19 ადგილი, სადაც ლითონის საფეხმავლო ხიდებს  აიღებენ

დედაქალაქის მერია თბილისში ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟს გეგმავს. ამის შესახებ მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მერიის ცნობით, საფეხმავლო ხიდების ნაცვლად, ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელების მოწყობა იგეგმება.

მათივე ცნობით, მიმდინარე წელს თბილისში 19 საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი და მათ ნაცვლად, შუქნიშნებით რეგულირებული ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელების მოწყობა იგეგმება.

2019 წლის აპრილის ბოლომდე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახური შუქნიშნებს რეკონსტრუქციას ჩაუტარებს და ქვეითთა გადასასვლელებს მოაწყობს შემდეგ ლოკაციებზე:

ვაჟა-ფშაველასა და პეკინის გამზირების,

ჭავჭავაძის გამზირისა და ბერძენიშვილის ქუჩის,

წერეთლის გამზირისა და ევდოშვილის ქუჩის,

გურამიშვილის გამზირისა და ზიგზაგის, ლიახვის, ქსნის, გუდამაყრისა ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების გზაჯვარედინებზე.

ამასთან, წლის ბოლომდე შუქნიშნების ახალი ობიექტები დამონტაჟდება და „ზებრა გადასასვლელები“ დაიხაზება: წაიკითხეთ სრულად

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო