ავტორი:

ბრიტანეთში დეპუტატი სიჩქარის გადაჭარბებისთვის დააკავეს

ბრიტანეთში დეპუტატი სიჩქარის გადაჭარბებისთვის დააკავეს

ბრიტანეთის საზოგადოებრივი პალატის დეპუტატი, ფიონა ონასანია დააკავეს. ინფორმაციას bbc.com ავრცელებს. როგორც გაირკვა, 2017 წლის ივლისში დეპუტატი კუთვნილი ავტომობილით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. ფაქტი პოლიციის ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს. ონასანიამ მაშინ განაცხადა, რომ იმ კონკრეტულ მომენტში, მისი ავტომანქანის საჭესთან სხვა პირი იჯდა.

მოგვიანებით, სამართალდამცავმა უწყებებმა გაარკვიეს, რომ საჭეს თავად დეპუტატი მართავდა და პოლიციისთვის მიცემული ცრუ ჩვენების გარდა, სიჩქარის გადაჭარბების დროს ჩაწერილი ხმოვანი შეტყობინებაც შეცვალა, რის გამოც მას სამთვიანი პატიმრობა შეეფარდა.

ბოლო 30 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბრიტანეთის მოქმედი დეპუტატი ციხეში მოხვდა. 1991 წელს მსგავსი შემთხვევა დეპუტატ ტერი ფილდთან დაკავშირებით მოხდა, როდესაც მან გადასახადები დამალა და 60-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ონასანია ბრიტანეთის პარლამენტის ლეობორისტული და კონსერვატიული პარტიის წევრია. პარტიაში მისთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევას ითხოვენ. თავად ონასანია აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში ის საარსებო შემოსავლის გარეშე რჩება.

bbc.com-თან საუბარში მისი ადვოკატი აცხადებს, რომ ონასანიას ერთადერთი შემოსავალი მხოლოდ პარლამენტარის ხელფასია, რაც დაახლოებით, 102 ათას დოლარს შეადგენს და ციხეში ყოფნის მიუხდავად, ის თავის კუთვნილ ხელფასს მაინც მიიღებს.

ლეიბორისტული პარტიის წევრების თქმით კი, "ონასანიამ მთელი პარტია უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა და უკანასკნელი შანსი აქვს, პარლამენტი ღირსეულად დატოვოს".

"რადგან ამ ფაქტის შემდეგ, მას არ შეუძლია თავისი ამომრჩევლის ინტერესები წარმოაჩინოს და მით უფრო, დაიცვას, ამიტომ ისღა დარჩენია, ღირსეულად წავიდეს..." - განაცხადა კონსერვატული პარტიის პრეს-მდივანმა, რომლის თქმითაც, ორივე პარტია შეთანხმდა, რომ იმ შემთხვევაში თუ ონასანია მანდატს თავისი სურვილით არ დატოვებს, მის გასათავისუფლებლად პეტიციაზე ხელმოწრების შეგროვებას შეუდგებიან.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე