ავტორი:

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად მიხეილ დილიმაშვილი დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ თავად მიხეილ დილიმაშვილმა დაუდასტურა. მისი ინფორმაციით, საქმიანობას დღეს ან ხვალ ოფიციალურად შეუდგება.

მიხეილ დილიმაშვილი აქამდე აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

შეგახსენებთ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თემურ კუპატაძემ თანამდებობა დატოვა. მან შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე გადაინაცვლა. კუპატაძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ 2017 წლის ნოემბერში წარადგინა.

იხილეთ ვიდეო: საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს, რომელიც აქამდე აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს