ავტორი:

პირველი ფოტოები ქეთევან წამებულის გამზირიდან, სადაც, სავარაუდოდ, CO-თი 7 ადამიანი გარდაიცვალა

პირველი ფოტოები ქეთევან წამებულის გამზირიდან, სადაც, სავარაუდოდ, CO-თი 7 ადამიანი გარდაიცვალა

ერთ-ერთი ადგილობრივის ინფორმაციით, ქეთევან წამებულის ქუჩაზე 7 ადამიანი, სავარაუდოდ, წუხელ გარდაიცვალა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, ის გარდაცვლილების საცხოვრებელი კორპუსის მოპირდაპირედ ცხოვრობს. მისივე თქმით, გარდაცვლილებს არ იცნობდა.

„გაზის სუნი არ მიგრძვნია. სავარაუდოდ, ისინი წუხელ ღამე არიან გარდაცვლილები“, - განაცხადა ადგილობრივმა.

თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე სავარაუდოდ გაზით გარდაცვლილი შვიდი ადამიანი ნაქირავებში ცხოვრობდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ჯერჯერობით გარდაცვლილების იდენტიფიცირება არ მომხდარა.

„ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, ბინა იყო ნაქირავები. გარდაცვლილია 7 ადამიანი, შვიდივე მამაკაცი. ჯერჯერობით არ მომხდარა მათი იდენტიფიცირება, ასევე მოქალაქეობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. სავარაუდო მიზეზზე ვერაფერს გეტყვით, ამაზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები. ასეთ დროს ყველა ამბობს, რომ CO-თი მოხდა გარდაცვალება, მაგრამ დაველოდოთ გამოძიებას“, - განაცხადა ლაბუჩიძემ.

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, პირველადი ინფორმაციით, მოხდა მხუთავი აირით, CO-თი გარდაცვალება.

„ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მოხდა უბედური შემთხვევა, რის შედეგადაც გარდაცვლილია 7 ადამიანი. წინასწარი მონაცემებით, ეს არის მხუთავი აირით, CO-თი გარდაცვალება. რაც შეეხება სხვა დეტალებს, ადგილზე უკვე მიმდინარეობს გამოძიება და იმედია, მალე გვექნება შედეგები. ამ 7 ადამიანის გარდაცვალება დადასტურებულია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. დაშავებულები არ არიან, სამწუხაროდ, 7 ადამიანი გვყავს გარდაცვლილი“, - განაცხადა სერგეენკომ.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები თბილისში ერთ-ერთ მშენებლობაზე მუშაობდნენ და რეგიონებიდან ჩამოსულებს ბინა ქეთევან წამებულის გამზირზე ჰქონდათ ნაქირავები.

"მას შემდეგ რაც სამსახურში არ მივიდნენ, უფროსი მივიდა სახლში და სავარაუდოდ, მან აღმოაჩინა გარდაცვლილების ცხედრები", - აცხადებენ ადგილობრივები.

ამ წუთებში ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო