ავტორი:

ფა­რული ჩა­ნა­წე­რებ­ის საქმეზე დაკავებულთაგან ერთ-ერთი მომღერალი გიორგი გასვიანია

ფა­რული ჩა­ნა­წე­რებ­ის საქმეზე დაკავებულთაგან ერთ-ერთი მომღერალი გიორგი გასვიანია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით 16 პირია დაკავებული.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის ერთ-ერთი მომღერალი გიორგი გასვიანია, რომელიც 2017 წელს მუსიკალური პროექტის "X ფაქტორის" კონკურსანტი იყო.

"იქს-ფაქტორის" მონაწილე პროექტს ოთხი სკამის ტურიდან გამოეთიშა. სანდრო კურცხალიძის პროექტში დასატოვებლად სოფო ნიჟარაძემ 4 ბიჭიდან გიორგი გასვიანზე შეაჩერა არჩევანი და სწორედ ის ააყენა სკამიდან.

"იქს-ფაქტორამდე" გიორგი გასვიანი კიდევ ერთ მუსიკალურ შოუში "ახალ ხმაში" მონაწილეობდა, სადაც მერვედფინალამდე მივიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით, დამატებით ინფორმაციას ჯერჯერობით არ ასაჯაროვებს.

როგორც დაკავებული მომღერლის ადვოკატმა, კახა ხვისტანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გასვიანი სამართალდამცველებმა სამსახურში აიყვანეს და მას ბრალს დღეს, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში წაუყენებენ.

„ჩემი ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებმა გიორგი გასვიანს სამსახურში გუშინ მიაკითხეს და იქ მოხდა მისი დაკავება. დეტალებს ვერაფერს გეტყვით, ჯერ ბრალიც არ წაუყენებიათ, ჯერჯერობით, ჩემსა და გამომძიებელს შორის კომუნიკაცია არ ყოფილა“, - აცხადებს ადვოკატი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-ჩანაწერის გავრცელების ფაქტზე. გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული ვიდეო-ჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაკავებულია 16 პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს