ავტორი:

გააფთრებული ლეოპარდი ხალხს სოფლის ვიწრო ქუჩებში დასდევს - მძიმე კადრები ინდოეთიდან

გააფთრებული ლეოპარდი ხალხს სოფლის ვიწრო ქუჩებში დასდევს - მძიმე კადრები ინდოეთიდან

პანიკაში მყოფი ლეოპარდი ინდოეთში ხუთ ადამიანს დაესხა თავს, პანჯაბის შტატის მცხოვრებლები მის დაჭერას ცდილობდნენ.

სოფელ ლამბაში ასობით ადამიანი საკუთარი სახლის სახურავიდან ადევნებდა თვალს, როგორ დარბოდა ლეოპარდი ვიწრო ქუჩებში და თავს ესხმოდა ადამიანებს.

VIDEO : პანიკა აგრესიული ლეოპარდის ხალხზე თავდასხმისას - დრამატული კადრები ინდოეთიდან, სადაც სოფელს ველური ლეოპარდი შეესია

„ბევრი ხალხი იყო, ამიტომ ცხოველი აგრესიულად იქცეოდა. ტერიტორია მჭიდროდ არის დასახლებული, ქუჩები ვიწროა... მისი დაჭერა ძალიან ძნელი აღმოჩნდა,“ - განაცხადა CNN-თან ტყის ადმინისტრაციის ადგილობრივმა წარმომადგენელმა კუშვინდერ სინგჰმა.

შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაშავდა. გარეული ცხოველის დასაჭერად და დასამშვიდებლად სამართალდამცველებს 7 საათზე მეტი დასჭირდათ.

„სამი ტრანკვილიზატორი ვესროლეთ, თუმცა წამალმა მოქმედება გვიან დაიწყო. როდესაც ლეოპარდები ძალიან აგრესიულები არიან, დამამშვიდებლები მათზე არ მოქმედებს,“ - აღნიშნავს სინგჰი.

ტყეების გაჩეხვის გამო ინდოეთის სოფლებში მცხოვრებლებს გარეულ ცხოველებთან კონტაქტი სულ უფრო ხშირად უწევთ, რაც ბევრჯერ სავალალო შედეგით სრულდება.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე