ავტორი:

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი: 4 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც ბევრი შესაძლებლობა ექნებათ

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი: 4 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც ბევრი შესაძლებლობა ექნებათ

მიუხედავად იმისა, რომ თებერვალში პლანეტების გარკვეული დაძაბულობა მოსალოდნელია, თვის დიდი ნაწილი წარმატებას მომტანი იქნება. თუ საკუთარი თავი ქვემოთ ჩამოთვლილ ზოდიაქოს ნიშნებში იპოვეთ, დარწმუნებული იყავი: მოსალოდნელი მოვლენებისა და შესაძლებლობიდან მაქსიმუმის მიღებას შეძლებთ.

თხის რქა

თქვენს ნიშანს სიყვარულის და სილამაზის პლანეტა ვენერა ესტუმრება, ამიტომ თებერვალი გარეგნობის გასაუმჯობესებლად შესანიშნავი პერიოდი იქნება. ვენერა მომხიბვლელობას შეგმატებთ და საპირისპირო სქესის ყურადღების მიპყრობას შეძლებთ. ასე რომ, თუ გეგმაში ახალი ნაცნობობა გაქვთ, შესაძლებლობა გამოიყენეთ.

კარგი იქნება თუ სილამაზის სალონებს ესტუმრებით, მანიკიურზე ჩაეწერებით, სოციალურ ქსელში უფრო მეტ სურათებს გააზიარებთ. ამით მხოლოდ მოიგებთ! თუ თქვენ საჯარო პროფესია გაქვთ, ან ხალხთან ხშირი ურთიერთობა გიწევთ, თქვენ ბევრი კლიენტი და მკითხველი გეყოლებათ.

უფრო მეტი შესაძლებლობა გექნებათ, თუ: გარეგნობას მეტ ყურადღებას დაუთმოთ, ხალხთან ურთიერთობისთვის ღია იქნებით, საკუთარი თავისთვის ახალ ნივთს შეიძენთ.

კირჩხიბი

ამ ნიშნის წარმომადგენელს პირადი ცხოვრების დალაგების შესაძლებლობა აქვს. მაშინაც კი, თუ ოჯახში კონფლიქტური სიტუაციები იქნება, დარწმუნებული იყავით, რომ ეს მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ: პირველ რიგში, გაიგებთ, თუ რა არ მოგწონთ და ამის თქმას შეძლებთ, მეორე მხრივ, იმ სუსტ მხარეებს დაინახავთ, რომლებზეც მუშაობა ღირს.

ჩხუბის და კამათის შემდეგ მშვიდობა დაისადგურებს და თავად კამათიც ძალიან სერიოზული არ იქნება. ამ თვეში ნებისმიერი ახალი ნაცნობობა შეიძლება სერიოზულ და ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს. უფრო მეტი შესაძლებლობა გექნებათ, თუ: ინიციატივას გამოხატავთ და ზღვაზე ამინდის ცვლილებას არ დაელოდებით.

თევზები

თვის პირველ ნახევარში თევზებს შეიძლება მცირე ფინანსური კრიზისი ჰქონდეთ: მაშინაც კი, თუ თვის დასაწყისში მოგებას ნახავთ, ის ვალების გასასტუმრებლად დაგჭირდებათ, ან რაღაც გაუთვალისწინებელი საკითხის გადასაჭრელად. ამაზე დიდად ნერვიულობა არ ღირს: უკვე თვის ბოლოს ახალი შესაძლებლობები გამოგიჩნდებათ...წაიკითხეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს