ავტორი:

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები, რომლებმაც ხუან გუაიდო ვენესუელას დროებით პრეზიდენტად აღიარეს

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები, რომლებმაც ხუან გუაიდო ვენესუელას დროებით პრეზიდენტად აღიარეს

ესპანეთმა, შვედეთმა, დანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, პოლონეთმა და ავსტრიამ ხუან გუაიდო ვენესუელას დროებით პრეზიდენტად აღიარა.

ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარემ პედრო სანჩესმა ვენესუელას თემასთან დაკავშირებით დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ „ესპანეთის მთავრობა დროებით პრეზიდენტად ხუან გუაიდოს სცნობს“.

პედრო სანჩესის განცხადებით, „ხუან გუაიდომ რაც შეიძლება მალე უნდა დანიშნოს თავისუფალი არჩევნები, რათა ვენესუელელმა ხალხმა საკუთარი მომავალი განსაზღვროს“.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგოტ ვალსტრიომმა „შვედურ რადიოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ოფიციალური სტოკჰოლმი ვენესუელას ლეგიტიმურ დროებით პრეზიდენტად ხუან გუაიდოს განიხილავს.

„ამ სიტუაციაში ჩვენ მხარს ვუჭერთ ხუან გუაიდოს და მას, როგორც კანონიერ დროებით პრეზიდენტად განვიხილავთ. ვენესუელა ცუდ მდგომარეობაში იმყოფება, საკვები და მედიკამენტები არ აქვთ, ეკონომიკა თავისუფალი ვარდნის რეჟიმშია, ჰიპერინფლაცია უზარმაზარია“, - განაცხადა მან.

ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა ასევე გამოუცხადა მხარდაჭერა ხუან გუაიდოს.

„ნიკოლას მადუროს რეჟიმი უარს ამბობს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე. ამის გამო ამიერიდან ჩვენ ხუან გუაიდოს ვენესუელას კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტის მოვალეობების შემსრულებლად ვაღიარებთ“, - განაცხადა მან.

ხუან გუაიდო დროებით პრეზიდენტად ასევე აღიარა დიდმა ბრიტანეთმა.

„ნიკოლას მადუროს არ გამოუცხადებია საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. ამიტომაც გაერთიანებული სამეფო ევროპელ მოკავშირეებთან ერთად ხუან გუაიდოს აღიარებს დროებით პრეზიდენტად იმ მომენტამდე, ვიდრე ახალი არჩევნები არ ჩატარდება“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი მხარდაჭერა და აღიარება ხუან გუაიდოს პოლონეთმა და დანიამაც გამოუცხადა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე