საინფორმაციო პორტალი
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • სამართალი
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • კულტურა
  • წიგნები
  • Faceამბები
  • მოზაიკა
  • კონფლიქტები
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია

წერეთელზე კორპუსი აფეთქებას გადაურჩა - "ყაზტრანსგაზი"

13:55 / 05-02-2019

კომ­პა­ნია "ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთი მე­ზობ­ლის და­უ­დევ­რო­ბით, კორ­პუ­სის მცხოვ­რებ­ლე­ბი სა­შიშ­რო­ე­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდნენ და კორ­პუ­სი აფეთ­ქე­ბას გა­და­ურ­ჩა.

რო­გორც კომ­პა­ნი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, ერთ-ერთ ბი­ნა­ში ღია მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და­ტო­ვე­ბუ­ლი რე­ზი­ნის მილი იყო, სა­ი­და­ნაც გაზი ჟო­ნავ­და.

„წუ­ხელ, გვი­ან ღა­მით თბი­ლის­ში, წე­რეთ­ლის გამ­ზი­რის N7-დან „ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სის“ ცხელ ხაზ­ზე შე­ტყო­ბი­ნე­ბა შე­ვი­და. შე­ნო­ბა­ში გა­ზის მძაფ­რი სუნი იდგა.

გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე მი­სულ­მა „ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სის“ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით კორ­პუ­სი და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ჭები შე­ა­მოწ­მეს. აპა­რა­ტუ­რის სა­შუ­ა­ლე­ბით დად­გინ­და, რომ გა­ზის სუნი ერთ-ერთი და­კე­ტი­ლი ბი­ნი­დან მო­დი­ო­და, სა­დაც არა­ვინ ცხოვ­რობ­და.

მე­პატ­რო­ნის ად­გილ­ზე მის­ვლის შემ­დეგ ბი­ნა­ში შე­სულ სპე­ცი­ა­ლის­ტებს ღია მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და­ტო­ვე­ბუ­ლი რე­ზი­ნის მილი დახ­ვდათ, სა­ი­და­ნაც გაზი ჟო­ნავ­და.

„ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სი“ ავ­რცე­ლებს ად­გილ­ზე გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს და მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დებს - გაზ­გაყ­ვა­ნი­ლო­ბას­თან და გა­ზის და­ნად­გა­რებ­თან მეტი სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნონ, რად­გან მო­ბი­ნად­რე­ე­ბი მსგავ­სი და­უ­დევ­რო­ბი­თა და უყუ­რა­დღე­ბო­ბით დიდ საფრ­თხეს უქ­მნი­ან რო­გორც სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რებს, ისე კორ­პუს­ში მცხოვ­რებ მე­ზობ­ლებს. ასე­ვე, ნუ მო­იხ­მართ სა­შიშ და აკ­რძა­ლულ ღი­ა­კა­მე­რი­ან წყალ­გა­მა­ცხე­ლებ­ლებ­სა და გაზ­გა­მათ­ბობ­ლებს. მსგავ­სი გაზ­და­ნად­გა­რე­ბი სა­ში­შია“, - ნათ­ქვა­მია კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გაზიარება
ტეგები:
#გაზის გაჟონვა
#ყასტრანსგაზი
მკითხველის კომენტარები /14/
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
0
0
ბათუმში ჩემს სადარბაზოში, რომელიც დახურულია მთლიანად, რადგან მეზობლებს ამოშენებული აქვთ კიბის უჯრედები, შემოჰყავდათ თვითონ გაზავიკებს სადარბაზოს შიგნით ერთოთახიანში ბუნებრივი აირი. და მხოლოდ დიდი ჩხუბის და აყალმაყალის მერე მივაღწიეთ იმას რომ ბოლო სართულზე ამოეჭრათ გასანიავებელი. და მეზობელთან მეზობელმა უნდა იჩხუბოს თუ თვითონ გაზგამანაწილებელმა (სოკარჯორჯიამ) არ უნდა მიაერთოს ასეთი სადარაბაზოები???? მაგრამ ფულიც რომ უნდათ...........
12:36 / 11-02-2019
გამოხმაურება //
გელა
0
0
ქალბატონო ია! რუსთავი2-ის ტელეფონის ნომერი არ მაქვს,ვერ ვიპოვე ვერსად.ელექტროფოსტით მივწერე დაახლოებით ასეთივე შინაარსის წერილი 5 დღის წინ და ჯერ არ შეუბერტყიათ ყურები.
15:03 / 07-02-2019
გამოხმაურება //
keti
1
0
სიმარტლეც უნდა იტკვას მოსახლეობის 99 პროცენტი ბებიაცჰემის დროინდელ გაზის კურებს რედიკტორებს და სჰლანგებს იკენებენ ტავისტავად სასჰისჰია ახლო მდებარე მაცხოვრებლებისტვისაც რომელ საუკუნესჰი ვცხოვრობტ ეგრე სჰეიდზლება ვკონდეს გაკვანილი ან სჰეკვანილი გაზი ჯარიმები უნდა დააცესოტ კველგან სადაც სჰეიმცჰნევა მოკალაკისადმი უკურადგებობა მაგ საკიტხსჰი დამნასჰავეები მოსახლეობაც იკნება და ასევე კველა ის პიროვნება ვისაც ევალება სჰემოცმება ისე კი არა პულის ცჰადებიტ ტვალები დახუცჰონ მარტელ გუნდს ასი ტვალი ასი კური უნდაკონდეს გამობმული და არა ის ტუ ვინ ცავა მატი გუნდიდან ან ვინ რას იტკვის ცამსვლელი გაუსჰვან და მტკმელსაც ატკმევინონ ტავის სატკმელი მაიტ არც უნდა სჰესჰინდნენ როდესაც პარტიას ტოვებს პიროვნება კოველტვის მოსალოდნელია და დასჰვებული პარტიის მიმარტ უარკოპიტი აგცერა და ტკმა მიხედეტ ისეტ საკიტხებს რაც საცჰიროა კვეკანასჰი მსჰვიდობიანი არსებობა ტიტეული მოკალაკისტვის
11:23 / 07-02-2019
გამოხმაურება //
ია
0
0
კურიერში, რუსტავი 2 -ში დარეკეთ და გააშუქებენ და გამოიძიებენ.-არ დაბლკოთ.
10:00 / 07-02-2019
გამოხმაურება //
ნანა
1
1
ერთი-ორი დაიჭირონ და სხვები აზრზე მოვლენ! ამ თერძს მახათი არა აქვს?
14:30 / 06-02-2019
გამოხმაურება //
მარინა
19
2
იქნებ მართლა ტერაქტების სერიაა დესტაბილიზაციისათვის
16:49 / 05-02-2019
გამოხმაურება //
ზურაბ
21
3
იქნებ ტერაქტს ამზადებდა. უნდა შემოწმდეს ტერორისტებთან კავშირი.
16:37 / 05-02-2019
გამოხმაურება //
?!!!
15
0
რამდენი დაქლიავებული ლოთი და ნარკომანია საქართველოში, ძაან გასაკვირია?!!!
15:11 / 05-02-2019
გამოხმაურება //
ნათია
22
4
მერე ატლიკინდებიან ზოგ ზოგიერთები... მოსახლე არ უფრთხილდება არც თავის ღავს და არც გარშემომყოფს და ამ ყაზტრასგაზმა ზდიოს კუდში მთელ თბილისს.
15:05 / 05-02-2019
გამოხმაურება //
გელა
9
2
იანვრის ბოლოს რომ 7 კაცი გაიგუდა,მას მერე ვწვალობ,არის თუ არა ჩემი მეზობელი პირველი სართულიდან და იმ ბინის მეპატრონე(ვიღაც ალექსანდრე მურადოვი) ერთი და იგივე პირი თუ არა.საქმე იმაშია,რომ ჩემს მეზობლად სედა მურადიანი ცხოვრობდა და მისი სიკვდილის შემდეგ მის ძმას დარჩა ბინა და რადგან გვარი თითქმის ერთნაირია,ხოლო გაქირავების მანერა ზუსტად ისეთი(აქირავებს 3 დღით,1 კვირით,3 თვით,პაკისტანელებზე,ბანგლადეშელებზე,რუსეთიდან და სომხეთიდან ჩამოსულ საეჭვოდ ჩამოსულ ხალხზე).სახლები ახლო ახლოა ერთმანეთთან. გაზის სამმართველოში ოპერატორები მეუბნებიან დარეკვისას,რომ არ იციან.ქვითრები ხომ გაქვთ და ბუღალტერიაში მაინც შეიძლება დადგენა მეთქი,არის თუ არა ერთი და იგივე პირი.თუ ერთი და იგივეა,მაშინ ალექსანდრე მურადოვი ორჯერ იყო დაჯარიმებული გაუმართავი ხელსაწყოების გამოო და დიდი ეჭვია,რომ აქაც ასე ექნება.არავის საქმის კეთება არ უნდა,ჩვენ რა ვქნათო.ხელფასს თქვენ იღებთ,მე არა,პასუხსაც თქვენი სამმართველო აგებს,მე რატომ ვიტკივებ თავს მეთქი? უბრალოდ ადრე გვარი და ბინის ნომერი ეწერა კარებებზე და მახსოვს მეთქი და დამაეჭვა.და კიდევ,10 მეტრში საბავშვო ბაღია 300-ზე მეტი აღსაზრდელით,ჩვენს კორპუსშიც მაგდენივე...მოსახლე.ხელოსნები მოვიდნენ სამჯერ დარეკვის და ხვეწნის შემდეგ,აკაკუნეს კარებზე,სახლში არ არის არავინ,ეტყობა ახლა არ ყავს მდგმურები და ალბათ ერთი-ორი კვირა არ გამოჩნდება და წავიდნენ.სუნი არ დგასო გარეთ.სუნი რომ დადგება გვიან იქნება მეთქი.პატრულს დაურეკეთ და იმათ დაადგინონ იდენტობა მაინც,ერთი და იგივეა თუ არა პიროვნება მეთქი.არაო.მე დავურეკე პატრულს და მოვიდნენ.ვერ გავიგეთ რა გინდაო? მამის ტოლ კაცს შენობით მელაპარაკნენ,ცხვირაწეულები.ნახევარი საათი ვუხსნიდი და ვერ გაიგეს,რა გინდა მურადოვებმა და მურადიანება არ იცხოვრონ თბილისშიო? ვუთხარი,არ მაინტერესებს ეგ კაცი მუთაქაში ინახავს ფულს თუ 10 ბინას აქირავებს,მაინტერესებს ერთი და იგივეა თუ არა მეთქი.ათასობით მურადოვ-მურადიანი ცხოვრობს თბილისშიო.მაგდენი ვიცი,მაგრამ პირადი ნომრები ცივილიზირებულ ქვეყნებში და მერე აქაც რისთვის შემოიღეს მეთქი,ნუთუ ძნელია მიხედოთ მაგ საქმეს მეთქი? ბოლოს მივახვედრე და მითხრეს,მოქალაქის მოთხოვნაზე არ ვიძიებთო! აბა მინისტრი რომ ვიყო თქვენ კი არ დაგირეკავდით,თვითონ გავიგებდი მეთქი.კაცს პირველი სართულიდან სარდაფშიც აქვს ჩასასვლელი გაკეთებული,საჰაერო ხვრელები სარდაფის დაგმანული და არ ნიავდება.50 წლის წინ რატომ ააშენეს ასე და დატოვეს 3 ხვრელი მეთქი? თუ რამე დაგროვდება სარდაფშიც,იქიდან რომ განიავდეს მეთქი. მაშ ჟურნალისტებმა როგორ დაადგინეს მაშინვე ბინის გამქირავებლის და 7 კაცის გამგუდავის გვარი? როცა აფეთქდება,მერე მივა იქ პოლიციაც,გაზის სამმართველოს ხალხი,მათი ხელოსნები,სახანძრო,სასწრაფო და ჟურნალისტებიც. მოკლედ,ურემი რომ გადაბრუნდებაო...
15:04 / 05-02-2019
გამოხმაურება //
თერძი ბესო
10
1
მართალი ხარ, მაგრამ ფაქტობრივად ნახევარი საქართველოს დაჭერას ითხოვ )))
14:54 / 05-02-2019
გამოხმაურება //
მ. ტ.
33
0
მეპატრონის პასუხისმგებლობის საკითხი???
14:44 / 05-02-2019
გამოხმაურება //
რა აბსურდია!!!
37
1
ეს სპეციალურად გაკეთებული თუ არაა აბა რა არის? რაც არუნდა ჩაეხსნათ, გაზი რომ ჟონავდა (თუ მთლად ყ@@@ არ იყვნენ) როგორ ვერ შენიშნეს??? ეს არის მავნებლობა და წინასწარ განზრახული დანაშაული!
14:32 / 05-02-2019
გამოხმაურება //
123
41
0
სხვისი სიცოცხლის საფრთეში ჩაგდებისთვის რომ დასაჯით რამდენიმე შეუგნებელ ადამიანს, მაგალითი იქნება სხვებისთვის
14:15 / 05-02-2019
გამოხმაურება //
გააკეთეთ კომენტარი
ყველა კომენტარი
რუბრიკის სხვა სიახლეები
12:59 / 10-02-2019
რუსთავში ბიძამ 13 წლის ბავშვი მოკლა
19:00 / 08-02-2019
საქნავთობის დასახლებაში ერთსართულიან საწყობის ტიპის შენობაში ხანძარია
15:04 / 08-02-2019
ბაკურიანში მანქანა ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა - 30 წლის ქალი მძიმე მდგომარეობაშია
იხილეთ მეტი
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
ყველა უფლება დაცულია
ყველა უფლება დაცულია