ავტორი:

"არ დავქორწინებულვართ, მაგრამ სრულფასოვანი ოჯახი ვართ" - ანი ბებიას და ილო ბეროშვილის სიყვარულის ისტორია

"არ დავქორწინებულვართ, მაგრამ სრულფასოვანი ოჯახი ვართ" - ანი ბებიას და ილო ბეროშვილის სიყვარულის ისტორია

მსახიობები, ილო ბეროშვილი და ანი ბებია, თავიანთ სასიყვარულო ურთიერთობას კარგა ხანი მალავდნენ, ამ თემაზე საჯაროდ არ საუბრობდნენ, მაგრამ თბილისში რა დაიმალება. მათი დაწყვილების შესახებ ხმები ჯერ კიდევ მაშინ გავრცელდა, ვიდრე სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ახალ სეზონზე მათ პერსონაჟებს შორის გაჩნდებოდა ინტრიგა. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ილოს და ანის ერთობლივი ფოტო გამოჩნდა, კომენტარებში მათ დაქორწინებას ულოცავდნენ. ოფიციალურად გახდნენ ცოლ-ქმარი თუ არა, მათ "სარკესთან" ისაუბრეს შეპირებულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

- თქვენმა ერთობლივმა ფოტომ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სოციალურ ქსელში. გილოცავდნენ დაქორწინებას. რა ხდება, ჩვენც მოგილოცოთ?

ანი:

რეალურად დაქრწინებულები არ ვართ.

ილო:

ამ ფოტოს ისტორია ძალიან მარტივია: ერთ-ერთი კომპანიის კორპორატიული საღამოს წამყვანები ვიყავით. ანის ფოტოში აცვია თეთრი კაბა, რომელსაც ფერად-ფერადი კოპლები აქვს. საზოგადოებას ჩვენი ქორწილი ალბათ ასეთ სტილში წარმოუდგენია.

ანი:

რამდენიმე თვეა ერთად ვართ. როცა პირველი ფოტო სოციალურ ქსელში დავდეთ, არაფერი ეტყობოდა, თუ ჩვენ შორის რამე ხდებოდა, მაგრამ მაშინვე მოჰყვა ერთი ამბავი, რომ საუკეთესო წყვილი ვართ. არადა მაშინ ჩვენს ურთიერთობებში ბევრი რამ არ იყო გარკვეული. სანამ თვითონ გავერკვეოდით, ვიყავით თუ არა შეყვარებულები, ინტერნეტგამოცემებმა ეს ჩვენ მაგივრად გააკეთეს. ყველაფერში როცა გავერკვიეთ, ამის აფიშირების სურვილი არ გაგვიჩნდა. რადგან ისედაც დიდი დოზით ერეოდა საზოგადოება ჩვენს ცხოვრებაში. ეს ყველაფერი საჯარო გახდა ილოს დაბადების დღეზე, როცა ბახვამ (ბრეგვაძე) გადაგვიღო ვიდეო, სადაც ილო მკოცნის. ამის შემდეგ უკვე ყველამ გაიგო ჩვენი ამბავი.

ილო:

არამარტო ამ საკითხში, ზოგადად არ ვართ ყურადღების ცენტრში ყოფნის მოყვარულები. რომელი კენი უესტი და კიმ კარდაშიანი ჩვენ ვართ, რომ ჩვენს პირად ცხოვრებაზე ვისაუბროთ.

- როდის და საიდან დაიწყო თქვენი სიყვარულის ისტორია?

ანი:

მეც, როგორც ბევრი სხვა, ილოს ეკრანიდან ვიცნობდი. ერთხელ რადიოში მიმიწვიეს, სადაც თანაწამყვანი ილო იყო. საუბრის თემა ეხებოდა სილამაზესა და ჯანსაღ ცხოვრებას. იქ გავიცანით ერთმანეთი, მაგრამ ეს ყველაფერი ნაცნობობით შემოიფარგლა, რადგან მე იმ დროს მყავდა ოჯახი. მახსოვს, პირველი შეხვედრისას უზრდელის შთაბეჭდილება დატოვა, რადგან სტუდიაში რომ შევედი, ტელეფონით იყო დაკავებული, ერთი ამომხედა და ისევ ტელეფონში ჩარგო თავი.

ილო:

ეტყობა, მაშინ ძალიან მომეწონა და შემრცხვა, რომ სახეზე შემეტყობოდა. სხვათა შორის, სერიალ "ხელოვნურ სუნთქვაში" ანი ნანახი არ მყავდა, ამიტომ ეს სილამაზე რეალურად პირველად იქ დავინახე.

ანი:

მეუღლეს მალევე გავშორდი, რადგან ურთიერთობაში უკვე გვქონდა პრობლემა. ეს ისე მოხდა, რომ ილო არაფერ შუაში იყო. გადაცემის შემდეგ მომწერა, მადლობა გადამიხადა სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ ფოტოებზე მეუღლესთან ერთად ბედნიერად გამოვიყურებოდი. ამის მერე ძალიან ჩვეულებრივი, მეგობრული ურთიერთობა გაგრძელდა, როგორიც შეიძლება კარგ ნაცნობთან გქონდეს.

ოჯახის დანგრევის შემდეგ საერთოდ არ მინდოდა არავითარი ურთიერთობა. ორიენტირებული ვიყავი საქმეზე, ამიტომაც ილომ მეგობრობის სტრატეგია აირჩია და შემდეგ შემაყვარა თავი.

- ანი, როდის დარწმუნდით, რომ ილოს ნამდვილად უყვარდით?

ანი:

როდესაც დილის 8 საათზე აბსოლუტურად უმაკიაჟოდ, მოუწესრიგებელს გნახავს და მაინც მოეწონები, შემდეგ ვაკელი ბიჭი ვაზისუბანში გაგაცილებს და კიდევ ათას რამეს გააკეთებს, ფიქრობ, რომ სერიოზულად გიყურებს.

- დღეს რა ეტაპზეა თქვენი ურთიერთობა?

ანი:

ძალიან კარგი, მშვიდი და დაღვინებული ეტაპია ჩვენს ურთიერთობაში. ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს.

ავთო ჩიტიძე

ჟურნალი "სარკე"

მერაბ ნინიძე გერმანულ მინისერიალში მთავარ როლს ასრულებს - მსახიობი ამბობს, რომ ამ როლით განსაკუთრებით ბედნიერი დედაა, რადგანაც ამჯერად მის შვილს განგსტერის როლში არ ნახავს

"გურამს უსაყვედურია, - რატომ არ შემატყობინეთ, ჩემს ნაწარმოებს თუ დგამდითო?" - როგორ დაიდგა ტელესპექტაკლი "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა"

"დარწმუნებული ვარ, ბევრს არ მოგეწონებათ, თუმცა მე ძალიან მომწონს!" - მსახიობი ანი ბებია ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს