ავტორი:

როგორი იქნება შსს-ს დაცვის პოლიციის მანქანების ახალი ვიზუალი - ნახეთ ფოტოები

როგორი იქნება შსს-ს დაცვის პოლიციის მანქანების ახალი ვიზუალი - ნახეთ ფოტოები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაცვის პოლიციის ავტომანქანების გარე ვიზუალი შეცვალა. შესაბამისი ცვლილება "სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის, ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ" ბრძანებაში განხორციელდა. შს მინისტრმა გიორგი გახარიამ შესაბამის ბრძანებას ხელი 7 თებერვალს მოაწერა.

ცვლილებები შესაბამისად, წარმოდგენილია სამი სახის ვიზუალი, რომელიც ასე გამოიყურება:

ცვლილება N1 - ერთი ლურჯი და ერთი წითელი ფერის ჰორიზონტალური ზოლებით; სტილიზებული გერბი და წარწერები "125" და "125.ge" სამ მხარეს; კარებზე წარწერა "დაცვის პოლიცია", საბარგულზე და კაპოტზე - "SECURITY POLICE"; საბარგულზე - ავტომანქანის საიდენტიფიკაციო საბორტო ნომერი;

ცვლილება N2 - ერთი ლურჯი და ერთი წითელი ფერის ჰორიზონტალური ზოლებით; სტილიზებული გერბი და წარწერები "125" და "125.ge" სამ მხარეს; კარებზე წარწერა "დაცვის პოლიცია", საბარგულზე - "SECURITY POLICE", ხოლო კაპოტზე - "AVIATION SECURITY". საბარგულზე - ავტომანქანის საიდენტიფიკაციო საბორტო ნომერი;

ცვლილება N3 - ერთი ლურჯი და ერთი წითელი ფერის ჰორიზონტალური ზოლებით; სტილიზებული გერბი და წარწერები "125" და "125.ge" გვერდითა მხარეებზე; კარებზე წარწერა "დაცვის პოლიცია", საბარგულზე და კაპოტზე - "SECURITY POLICE"; საბარგულზე - ავტომანქანის საიდენტიფიკაციო საბორტო ნომერი.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს