ავტორი:

ბაიარ შაჰინის ულამაზესი შვილები მამასავით საოცრად მღერიან - გაიცანით სამი და

ბაიარ შაჰინის ულამაზესი შვილები მამასავით საოცრად მღერიან - გაიცანით სამი და

"თურქეთის ქართველ მარგალიტად" წოდებული მომღერლის, ბაიარ შაჰინის (გუნდარიძე) ქალიშვილები მამის მსგავსად, არაჩვეულებრივად მღერიან. გოგონები მსმენელის უდიდეს ყურადღებას იპყრობენ, როგორც საინტერესოდ შესრულებული სიმღერებით, ასევე გამორჩეული გარეგნობით.

თამარა, იუდუმ და დამლა შაჰინები ქართულად საუბრობენ. ამბობენ, რომ სიმღერის ნიჭით ბავშვობიდანვე გამოირჩეოდნენ, ინსტრუმენტებზე დაკვრა კი 10 წლის ასაკში შეისწავლეს. გოგონები თავდაპირველად ხალხურ ინსტრუმენტებზე უკრავდნენ (მათ შორის სალამურსა და ფანდურზე), შემდეგ კი მუსიკალური მიმართულებით განვითარებისთვის კონსერვატორიაში ჩააბარეს.

დღეს სამი დის - თამარა, იუდუმ და დამლა შაჰინების მუსიკალურ შემოქმედებას ფართო აუდიტორია ტრიოს სახით, სახელწოდებით SAMIDA (სამი და) იცნობს. SAMIDA-ს შემოქმედებას დიდ ყურადღებას უთმობს თურქული ტელემედიაც.

ინტერნეტში შაჰინების არაერთი სატელევიზიო გამოსვლის ჩანაწერი იძებნება, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობით გოგონების ტრიო ინტერნეტში სარგებლობს, სადაც მათი გამომწერების რაოდენობა ძალიან მაღალია როგორც "ფეისბუქზე", ასევე "ინსტაგრამსა" და Youtube-ზე. აღსანიშნავია რომ ერთ-ერთი და თამარა, "ფეისბუქზე" გუნდარიძის გვარითაა დარეგისტრირებული.

თამარა, იუდუმ და დამლა შაჰინები სტამბოლის კონსერვატორიაში სწავლობენ, ხშირად მართავენ კონცერტებს თურქეთის სხვადასხვა ქალაქში, მღერიან თურქულ და ქართულ ენებზე და ხშირად, ცნობილ მამასთან ბაიარ შაჰინთან ერთად ასრულებენ დუეტებს.

ბაიარ შაჰინი მეუღლესთან და ქალიშვილებთან ერთად

დასეტყვილი ვენახები, მოგლეჯილი ხეები და დატბორილი გზები - ფოტოები რეგიონებიდან, სადაც სტიქიას ებრძვიან

კორონავირუსით ინფიცირების 1 089  ახალი შემთხვევა და 18 გარდაცვლილი - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია შედეგები რეგიონების მიხედვით

რას საქმიანობს ლევან ვასაძის ულამაზესი ქალიშვილი, რომელიც მამის ბრენდის სახეა - თათა ვასაძის ფოტოები