ავტორი:

"გოგონებს უცხოეთში დასაქმებას ჰპირდებიან და სექსმონებად ჰყიდიან..." - არაოფიციალური მონაცემებით, რუსეთში 3 მილიონი სექსმუშაკია

"გოგონებს უცხოეთში დასაქმებას ჰპირდებიან და სექსმონებად ჰყიდიან..." - არაოფიციალური მონაცემებით, რუსეთში 3 მილიონი სექსმუშაკია

BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, ბოლო წლებში რუსეთში სექსმომსახურების ინდუსტრია შეიცვალა - ახლა ტიპიური სექსმუშაკი შესაძლოა იყოს 30 წელს გადაცილებული ქალი, რომლის უკანაც შვილები, იპოთეკით დატვირთული სახლი და სხვა საბანკო ვალდებულებია. სპეციალისტების თქმით, არსებობს კიდევ ერთი კატეგორია - ქალები, რომელთაც მამაკაცები ატყუებენ და სექსმონებად იყენებენ...

მედიასთან საუბარში, დაზარალებულები ამბობენ, რომ ხშირად მოძალადეებთან შეკრულია რუსული პოლიცია და მათთვის დახმარების თხოვნას აზრი არ აქვს.

BBC-სთან საუბარში, სექს-მუშაკთა დაცვის ორგანიზაცია "ვერცხლის ვარდის" ხელმძღვანელი ირინა მასლოვა ამბობს, რომ რუსეთში სექსმუშაკად არაოფიციალური მონაცემებით, 3 მილიონზე მეტი ადამიანი მუშაობს. თუმცა, ზუსტი სტატისტიკა, რომელ ქალაქსა და რეგიონში რა ვითარებაა - არ არსებობს. მისივე თქმით, მათ შორის არიან 12 წლის და ზემოთ ასაკის გოგონებიც. ბოლო წლებში გავლენიანი ადამიანების ხელშეწყობით, გოგონების როგორც რუსეთში, ასევე სხვა ქვეყნებში სექსმონებად გაყიდვამ, მასშტაბური სახე მიიღო.

ირინა მასლოვა, Эхо Москвы

რუსეთის შს სამინისტრო სექსმუშაკების გაცილებით "მოკრძალებულ" რაოდენობას ასახელებს - უწყების ცნობით, 2013 წელს რუსეთში პროსტიტუციით დაკავებული იყო 1 მილიონი ადამიანი.

კიდევ ერთი ორგანიზაციის “ნაბიჯების” დამფუძნებლის კირილ ბარსკის განცხადებით, არსებობს ე.წ. იატაკქვეშა პროსტიტუცია, რომელშიც ჩართული ქალების 99% სამსახურდაკარგულები არიან. ისინი ამ გზით ოჯახებს არჩენენ და მათ შორის, ქმრიანი ქალებიც არიან...

ეკატერინბურგში არსებული ფონდის “ახალი სიცოცხლის” დამფუძნებლის ვერა კოვალენკოს განცხადებით, ნარკოტიკის “დოზისთვის” სექსმუშაკებიდან პროსტიტუციით 5% თუ იქნება დაკავებული, დანარჩენი ამ გზით შვილებს არჩენს და ბანკის ვალებს ისტუმრებს. სპეციალისტები მათ “აპარტამენტის გოგონებს” უწოდებენ და მათი საშუალო ასაკი 30-34 წელია.

იურისტ ალიონა მეხანოშინას თქმით, ის წლებია ამ ქალებთან მუშაობს, რადგან მათ პოლიციაც დევნის და ამბობს, რომ უმეტესობას განათლება და სამსახური აქვთ, თუმცა, ამით შვილებს ვერ არჩენენ.

ფოტო-ილუსტრაცია BBC

“ჩემს ბოლო კლიენტს ქმარი და ორი შვილი ჰყავს, ბინა იპოთეკით აქვთ დატვირთული და ქმარი საქმის კურსშია... მან მითხრა, რომ კრედიტის ფულს აგროვებს, რადგან საკრედიტო კომპანიისგან აქვს სესხი აღებული, ბინის დაკარგვა ემუქრებათ... ქმარი მუშაობს, თუმცა, ეს საკმარისი არ არის, რადგან სანქციების გამო ხელფასი შეუმცირეს. სხვათა შორის, ეს პრობლემები ბევრს შეეხო, მათ სახლი კრედიტით ჰქონდათ აღებული, ახლა კი ხელფასების შემცირების, ან სულაც სამსახურის დაკარგვის გამო, ბანკის ვალების გადახდა ვერ შეძლეს და “იოლი” გამოსავალი იპოვნეს... ქმარი ან ეგუება, ან შორდება. არის მესამე ვარიანტიც - ლოთდება და ბინას მაინც კარგავენ.

არიან ისეთი ქალებიც, ვინც ნარკოტიკს მოიხმარს და ალკოდამოკიდებულია... ისინი ოჯახის წევრებს ეუბნებიან, რომ კერძო კომპანიაში მუშაობენ და სამსახურებრივ მივლინებებში უწევთ სიარული... თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ინტერნეტით ახალ “ნაცნობებს” ეძებენ...” - ამბობს მეხანოშინა, რომლის თქმითაც, უამრავი შემთხვევა არსებობს ამ პროფესიის ქალების უგზო-უკვლოდ გაქრობის და თითქმის ყველა საქმე გამოუძიებელია.

“გოგონები პირად საუბრებში ჰყვებიან, რომ მათ და მათ მეგობრებს კომპანია და კერძო პირი უცხოეთში ლეგალურად დასაქმებას ჰპირდებოდა, კაზინოში, სასტუმროებსა და ღამის კლუბებში. რამდენიმე მათგანი, ვისაც შვილი არ ჰყავს, ან ჰყავს, მაგრამ ბავშვები დედას და ახლობლებს დაუტოვა, წავიდა, მაგრამ დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებიან... ასეთები ათასობითაა,” - ამბობს ის.

ორგანიზაცია “ნაბიჯებში” ამბობენ, რომ არაერთხელ აცნობეს რუსეთის სამართალდამცავ უწყებებს იმის შესახებ, რომ პოდმოსკოვიესთან, რეგულარულად ხედავენ მიკროავტობუსს, რომელშიც რამდენიმე მანქანიდან გადმოყვანილ გოგონებს სვამენ. “როდესაც პოლიციას ვუთხარით, გვითხრეს წითელი ხაზები არ უნდა გადამეკვეთა,” - ამბობენ ორგანიზაციაში.

დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ცენტრის ხელმძღვანელის ევგენია ვორონინას შეფასებით, სექსმუშაკების ჯანმრთელობის მდგომრეობა უკიდურესად მძიმეა და ეს მხოლოდ მათ არ ეხებათ, რადგან უამრავი გადამდები ვირუსისა და ინფექციის მატარებლები არიან.

“ეს გოგონები არათუ სხვის ჯანმრთელობას, თავიანთსაც კი არ უფრთხილდებიან. მათ უმეტესობას აივ ვირუსი, ცე ჰეპატიტი და სხვადასხვა სახის ინფექციური დაავადებები აქვთ. სახელმწიფო კი გვერდს უვლის მათ, თითქოს მათი მოქალაქეები არ არიან, არავითარი სამედიცინო პროგრამები არ არსებობს, რითაც ისინი სარგებლობას შეძლებენ, არადა, საფრთხეს უქმნიან გარშემო ყველას და თუ ჩვენს ქვეყანაში სამეციდინო სფეროში არსებულ პრობლემებს გავითვალისწინებთ, საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი რისკის ქვეშ დგას", - ამბობს BBC-სთან საუბარში ევგენია ვორონინა.

მომზადებულია BBC-ს მიხედვით

მთავარი ფოტო: Комсомольская Правда

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე