ავტორი:

ასტროლოგი ჯესიკა ლანიადუ: როგორ დავალაგოთ პირადი ცხოვრება 2019 წელს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ასტროლოგი ჯესიკა ლანიადუ: როგორ დავალაგოთ პირადი ცხოვრება 2019 წელს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ჯესიკა ლანიადუ ამერიკელი ასტროლოგია, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ცნობილ ჟურნალ "გლამურთან". ასტროლოგიაში მისი მიმართულება სიყვარული, სექსი და ურთიერთობებია. გთავაზობთ ჯესიკას რჩევებს, თუ 2019 წელს პირად ცხოვრებაში პრობლემების გადაჭრა და ჰარმონიის მიღწევა გსურთ:

ვერძი

თუ ურთიერთობა ჩამყაყებულ ჭაობს დაემსგავსა და, მცდელობის მიუხედავად, დინამიკა ვერ დაუბრუნეთ, წერტილი დაუსვით მას. საკუთარ თავში შეძლებთ სათანადო გამბედაობისა და ძალის პოვნას, რომ ცხოვრება საყვარელი ადამიანის გარეშე განაგრძოთ. თუ მარტო ხართ, გადაერთეთ კარიერულ წინსვლაზე და სიყვარული თავისით, ზედმეტი ძებნის გარეშე, გეწვევათ.

კურო

ნურავის მისცემთ თქვენი შეცვლის უფლებას. რაც უფრო მეტს დათმობთ, პარტნიორიც მეტს მოითხოვს თქვენგან. გაესაუბრეთ და აუხსენით, რომ რომანტიკული სიყვარული არ არის აღზრდა, სიყვარულია, როცა ადამიანს იღებ თავისი ნაკლოვანებებითა და პლუსებით.

ტყუპი

წვრილმანებზე ნუ წამოეკიდებით მეორე ნახევარს. პატარ-პატარა კონფლიქტები, თუ სისტემურ სახეს იღებს, საბოლოოდ ურთიერთობას ვნებს. მავნე ჩვევები ხელს გიშლით პირადი ცხოვრების დალაგებაში, ამიტომ თუ გადაჭარბებულად სვამთ, ეწევით ან გამაბრუებელ საშუალებებს მოიხმართ, დროა დოზა შეამციროთ, უკეთეს შემთხვევაში კი საერთოდ მოეშვათ.

კირჩხიბი

ნუ შესწირავთ თქვენს კეთილდღეობას მეორე ადამიანს. ზედმეტად თავდადებული და მზრუნველი ხართ. გახსოვდეთ, თუ საკუთარი თავი არ გეყვარებათ, სხვებიც ვერ შეგიყვარებენ. არჩევანის წინაშე მდგარმა ჰკითხეთ თავს "ჩემთვის რა სჯობს?" გაითავისეთ, რომ კომპრომისზე ორივე მხარე უნდა მიდიოდეს, და არა მხოლოდ თქვენ.

ლომი

ყველა დასასრული რაღაც ახალის დასაწყისია. შეეშვით წარსულში ყურებას, ტირილს, ვაებას და იმ ადამიანის ლოდინს, რომელიც უკვვე გამოგემშვიდობათ. წინ სასიამოვნო მოვლეები გელით და უაზრო მიჯაჭვულობით ნუ ჩაიშხამებთ...წაიკითხეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს