ავტორი:

3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც 11-17 თებერვალს ვარსკვლავები ბარაქას მოუტანენ

3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც 11-17 თებერვალს ვარსკვლავები ბარაქას მოუტანენ

სასწრაფოდ გჭირდებათ თანხა? დაიღალეთ ერთფეროვნებით? გსურთ პასუხი იპოვოთ შეკითხვაზე, რომელიც ძალიან განერვიულებთ? ელოდებით, როდის შეგირიგდებათ საყვარელი ადამიანი? იქნებ დაწინაურება გსურთ? გთავაზობთ იმ ზოდიაქოს ნიშნებს, რომლებსაც სხვა ნიშნებზე კარგი კვირა ელოდებათ.

ვერძი

თქვენს ცხოვრებაში ამ კვირაში პოზიტიური ცვლილებებია მოსალოდნელი, განსაკუთრებით ფინანსური კუთხით. შეძლებთ გაუმკლავდეთ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას, რომელიც იკისრეთ. უფროსთან სერიოზულად მოგიწევთ დალაპარაკება, თუმცა დიალოგი თქვენთვის სასიამოვნოდ წარიმართება. ვერძები, რომლებსაც ეზიზღებათ საკუთარი სამსახური, მოახერხებენ თავი დააღწიონ მას, ზარალის გარეშე, და ახალ სფეროში სცადონ ბედი. სასურველია შაბათ-კვირას ფიზიკურად დაიტვირთოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ან წონაში მოიმატებთ, ან წელი აგტკივდებათ.

კურო

ნამდვილად კარგი კვირა იქნება კუროებისთვის. გაიზრდება თქვენი თავდაჯერებულობა. დაგიფასებენ შრომას. ელოდეთ პიროვნულ ტრანსფორმაციას, რომელსაც ამ კვირაში მიმდინარე მოვლენები გამოიწვევს ან წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების მომწიფება. პრობლემები, რომელთა მოგვარებაც ძალიან გაგეწელათ, როგორც იქნა, გადაწყდება და წერტილი დაესმება დისკომფორტს, ნერვიულობას. კუროები, რომლებსაც შვილები ჰყავთ, მათთან დაკავშირებით სასიამოვნო სიახლეს შეიტყობენ, შესაძლოა დაგიბარონ კრებაზე და სხვა მშობლების თანდასწრებით შეგაქონ, ან ბავშვმა ოლიმპიადაზე გაიმარჯვოს. თუ თქვენი შვილი ავადმყოფობდა, გამოჯანმრთელდება...წაიკითხეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს