ავტორი:

13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი წარედგინა

13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი წარედგინა

13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ 29 წლის მამაკაცს ბრალი წაუყენეს. როგორც ვალერი ირემაძის ადვოკატმა ზურა დალაქიშვილმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ პუნქტებით წაუყენეს, რაც გულისხმობს განზრხ მკვლელობას, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით.

ადვოკატის თქმით, ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს. ხვალ იგეგმება სასამართლო სხდომა, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

გამომძიებელ ნუკრი მატუას განცხადებით, ბრალდებული კონტაქტურია, თუმცა დუმილის უფლებით სარგებლობს, ასევე, დაგეგმილია ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება.

სასამართლო სხდომის ჩატარებამდე ბრალდებული რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში დარჩება.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს