ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში მიმდინარე კვირის ასტრო-პროგნოზს აქვეყნებს:
"რა ტენდენციები გველის?
ამ კვირაში ვალენტინობის დღესასწაულს აღნიშნავენ ხოლმე წყვილები. საინტერესოა, რომ თავად კოსმოსიც ხელს უწყობს ადამიანებს იყვნენ მეტად რომანტიულები და სიყვარულის უმშვენიერესი გრძნობით აღვსილნი. აი, რას ვგულისხმობ:
13 თებერვლიდან ცაზე ვენერასა და ნეპტუნის ჰარმონიული ასპექტი ირთვება, ამავე დღიდან ამოქმედება ვენერა-სატურნის შეერთებაც. ზოგადად ასეთი შეერთების დროს, სატურნი ბოჭავს ხოლმე ვენერას და არ აძლევს თავის გამომჟღავნების საშუალებას. თუმცა საერთო დადებითი ფონის გათვალისწინებით, განსაკუთრებით კი იმავე ვენერას ნეპტუნთან კავშირის წყალობით, ვფიქრობ, მოვლენები სულ სხვა კალაპოტში წარიმართება და სასიყვარულო ურთიერთობების განმტკიცების შესაძლებლობებს მისცემს წყვილებს. ანუ - ეს დღეები მართლაც შესანიშნავი იქნება ნიშნობების, ჯვრისწერისა თუ ქორწინების ოფიციალური გაფორმებებისათვის. ფაქტობრივად, იმავე ასპექტაციის წყალობით, არა მხოლოდ რომანტიულ კავშირებს შეიძლება რომ საფუძველი ჩაეყაროს, არამედ ხანგრძლივ პარტნიორობაზე გათვლილ საიმედო და მტკიცე საქმიან ურთიერთობებსაც.
გარდა ამას, ვენერა ნეპტუნის ასპექტი სხვა დროს შესაძლოა ფარული ურთიერთობების სურვილს გამოიწვევდა, მაგრამ ახლა, სატურნის კონსერვატივიზმი ამ უწესრიგო კავშირებს ბლოკავს და კანონისა და დისციპლინის დაცვისაკენ მოგვიწოდებს. საინტერესოა, რომ სატურნი-ვენერას ჰარმონიული ასპექტაცია ადამიანებში ძველი ნივთებისადმი ინტერესსაც იჩენს. ამიტომ გამორიცხული არაა ამ პერიოდში რაიმე ანტიკვარული აქსესუარის შეძენის სურვილმა შეგიპყროთ, ან ძველი ნივთების კოლექციით დაინტერესდეთ...
14 თებერვლიდან ზემოთხსენებულ ასპექტებს ვენერასა და მერკურის სექსტილიც ემატება. რომელიც ჩვენს ცხოვრებაში დადებითი მოვლენების განვითარებას შეუწყობს ხელს. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, ეს ზემოთქმულის გაგრძელებად თუ შევსებადაც შეიძლება იყოს აღთქმული. ანუ სიყვარულში გამოტყდომა, გულისა და ხელის შეთავზებები ამ კვირის მეორე ნახევარში ძალზე აქტიურ ხასიათს შეიძენს. და არამარტო - ამ ასპექტის წყალობით შემოქმედებით ადამიანებსაც კარგი პერიოდი უდგათ - აღმაფრენისა და მუზების წვევის დროა. ჩვეულებრივ მოკვადებსაც კი, რომლებსაც ხელოვნებასთან არაფერი შეხება არა აქვთ პროფესიული თვალსაზრისით, ამ დროს მეტყველებაც და წერაც უფრო მხატვრული, და დახვეწილი გამოსდით.
გარდა ამისა, ვენერასა და მერკურის სექსტილს შეუძლია მცირე-მცირე გაუგებრობების მოგვარება ნებისმიერი ტიპის ურთიერთობებშიც. ამავე დღეს, ხუთშაბათს, მარსი ტოვებს საკუთარ სამფლობელოს - ვერძის ნიშანს და კუროს ზოდიაქოში გადადის. ამ ტრანზიტის წყალობით იმპულსური ქმედებების რიცხვი კლებულობს, ცხრება კონფლიქტური სიტუაციებიც, ადამიანებს სულ უფრო ნაკლებად უჩნდებათ სურვილი ენერგია უაზრო კამათში და აგრესიაში დახარჯონ. ჩვენი აქტივობები მიმართულია პრაქტიკული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებებისაკენ.
16 თებერვალს მერკური და ნეპტუნი დაიწყებენ შეერთებისაკენ სწრაფვას. განსაკუთრებით საგრძნობი ამ ასპექტის ძალა მომდევნო კვირაში იქნება, თუმცა ახლაც ექნება საკმარისად სასიკეთო ზეგავლენა. საუბრებში მეტი ჰარმონიულობა, თანაგრძნობა, ემპათია იგრძნობა. ერთადერთი, რაზედაც წინა კვირაშიც გაფრთხილებდით - გაუგებრობები და გაურკვევლობები მოლაპარაკებებში აქაც შესაძლებელია. და კიდევ არც ისაა გამორიცხული, რომ წვრილმანი ნივთები ან სხვადასხვა საბუთები გაგეფანტონ, თვალიდან მიგეფარონ. საბედნიეროდ საერთო ფონი იმდენად დადებითია, რომ ამას სერიოზული გართულებები წესით არც უნდა მოჰყვეს...
ჰარმონიულია ბოლო ასპექტიც, რომელიც ამ კვირაში ირთვება. და ეს გახლავთ სატურნისა და მერკურის სექსტილი. მისი წყალობით ჩვენი აზროვნება სისტემური და დალაგებული ხდება, რაც ძალზე მნიშვნელოვანია თევზების ზოდიაქოში მოძრავი მერკურისათვის, რადგან ის აქ გაფანტულობისაკენ და დაბნეულობებისაკენ იძენს მიდრეკილებას.
17 თებერვლიდან მოყოლებული მთელი ერთი კვირის მანძილზე სატურნი-მერკურის შეერთების წყალობით გაიოლებული იქნება სქემებზე, წვრილმან დეტალებზე მუშაობა და კონცენტრირება. ვისაც გამოცდების ჩაბარება უწევს ამ დროს, ვფიქრობ არც მეცადინეობა გაუჭირდება და არც მაღალი რეზულტატების მიღება. კარგი პერიოდია არქივების, დოკუმენტაციის მოსაწერიგებლად, დასახარისხებლად. ასევე ხელს უწყობს უფროს და უმცროს თაობათა შორის დიალოგს. როგორც ნახეთ, მთელი კვირის მანძილზე უმეტესწილად დადებითი ზოგად-პლანეტარული ფონი გვაქვს. რასაც ყველას გულწრფელად გილოცავთ და ჰარმონიულ, ბედნიერ დღეებს გისურვებთ".