ავტორი:

29 წლის მამაკაცს, რომელსაც ავტომობილი დაუზიანდა და მის შესამოწმებლად გადმოვიდა, მანქანა დაეჯახა - მისი მდგომარეობა მძიმეა

29 წლის მამაკაცს, რომელსაც ავტომობილი დაუზიანდა და მის შესამოწმებლად გადმოვიდა, მანქანა დაეჯახა - მისი მდგომარეობა მძიმეა

ხაშურში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. 29 წლის მამაკაცს ავტომანქანა დაუზიანდა, მძღოლი სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოვიდა, რა დროსაც გამვლელი მანქანა დაეჯახა.

დაშავებული "გორმედის" ქსელის ხაშურის კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მას ორი სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, იგეგმება მესამე ქირურგიული ჩარევაც.

"პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. მამაკაცს აღენიშნება თავის ტვინის დაჟეჟილობა, თავის ტვინში სისხლჩაქცევა, ასევე ღვიძლის დაზიანება, ორივე ქვედა კიდურის მრავლობითი მოტეხილობა. როგორც უკვე გითხარით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და ყველაფერი კეთდება მდგომარეობის გასაუმჯობესებლად", - განაცხადა "გორმედის" ქსელის ხაშურის საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა კობა გელაშვილმა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო