ავტორი:

"მანამდე საკუთარ დედას ფიზიკურად გაუსწორდა" - მეზობლები ვარაუდობენ, რომ ხილიანზე ხანძარი განზრახ არის გაჩენილი

"მანამდე საკუთარ დედას ფიზიკურად გაუსწორდა" - მეზობლები ვარაუდობენ, რომ ხილიანზე ხანძარი განზრახ არის გაჩენილი

ხილიანზე, სადაც საცხოვრებელი სახლი დაიწვა, მეზობლები ვარაუდობენ, რომ ხანძარი განზრახ არის გაჩენილი. როგორც Ambebi.ge-ს ადგილობრივებმა განუცახდეს, საცხოვრებელი სახლის მეპატრონე ხშირად იმუქრებოდა სახლის დაწვით.

მათივე თქმით, 27 წლის მამაკაცი, რომელიც ამ სახლში ცხოვრობდა, გამოირჩეოდა აგრესიული ქმედებებით და საკუთარ სახლს განზრახ ცეცხლი შარშანაც გაუჩინა. მეზობლების ინფორმაციითვე, ხანძრის გაჩენამდე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა დედას, რის შემდეგაც სახლს ცეცხლი გაუჩნდა. მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ ქალბატონი გარდაცვლილი იყოს.

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა. არსებული ინფრომაციით კი, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ცხედრის სამძებრო სამუშაოებს ატარებენ, თუმცა, ოფიციალურად დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

VIDEO: "ჯერ დედა მოკლა ცემით და მერე სახლი დაწვა" - რას ჰყვებიან მეზობლები ხილიანზე გაჩენილ ხანძარზე

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს