ავტორი:

სომხეთმა სირიაში დახმარება გაგზავნა - "სრული სვლით უკან: ნაცრისფერი პოსტსაბჭოთა რუსეთისკენ..."

სომხეთმა სირიაში დახმარება გაგზავნა - "სრული სვლით უკან: ნაცრისფერი პოსტსაბჭოთა რუსეთისკენ..."

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სომხეთის სამხედრო მისია სირიაში, ალეპოს პროვინციაში გაემგზავრა. უწყების ცნობით, სომეხი სამხედროები მონაწილეობას არ მიიღებენ საომარ მოქმედებებში, რადგან მათ სირიაში ჰუმანიტარული მიზნები ექნებათ.

სომხური მედიის ცნობით, 8 თებერვალს, 83 ადამიანით დაკომპლექტებული ჯგუფი, მათ შორის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები სირიაში გაემგზავრნენ.

სომხეთიდან სირიაში ჰუმანიტარული მისიის გაგზავნას ადგილობრივი მედია და ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს. მათი პოზიციით, სომხეთი, რომელსაც აქვს ამბიცია დამოუკიდებელი სახელმწიფო იყოს, საკვანძო საკითხებში მაინც რუსეთის ინტერესებს ითვალისწინებს...

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ერევანს გადაწყვეტილება მოუწონა და აღნიშნა, რომ სომხეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სირიელების დახმარება გადაწყვიტა.

"საგარეო მიმართულებით გადადგმული პორველი და მკვეთრად არასწორი ნაბიჯი" - ასე შეაფასეს სომხეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება ქვეყნის ოპოზიციურმა ძალებმა. მათი განცხადებით, რუსეთ-სირიის კავშირის მხარდაჭერა სომხეთის ურთიერთობას სხვა ქვეყნებთან დააზარალებს.

სომეხი პოლიტოლოგების თქმით, "სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სომხეთის მეზობელი ქვეყნები, დიდი რისკის ფასად ილტვიან ნატოსა და დასავლეთისკენ, მათი ეგიდით სამშვიდობო მისიებში მონაწილეობენ, რათა დასავლეთის მხარდაჭერა მოიპოვონ. მათ უკვე აქვთ ამ მხრივ რეალური და კარგი შედეგები, განსხვავებით სომხეთისგან".

სომხური მედიის ცნობით, სომხეთის ამ გადაწყვეტილებას არ მიესალმება ამერიკაც.

"ამერიკისთვის მიუღებელია სომხეთსა და რუსეთს შორის ამ მისიაში რაიმე თანამშრომლობა. რუსეთი თანამშრომლობდა ასადის რეჟიმთან, რომელიც ხოცავდა მშვიდობიან მოსახლეობას და მათი პოლიტიკა ჰუმანიტარული კატასტროფის მიზეზი გახდა. საქმე ის არის, რომ რუსეთი კვლავაც აგრძელებს ასადის რეჟიმის დაცვას საერთაშორისო არენაზე...” - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში, რომელსაც სომხური მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, სამწუხაროა, რომ ფაშინიანმა, სავარაუდოდ, გარკვეული პოზიციებისა და კომპრომისების სანაცვლოდ, გაამყარა ეჭვი იმაზე, რომ რუსეთისგან თავის დაღწევა ასე ადვილი არ არის და რომ სომხეთში რუსეთის გავლენა ჯერ კიდევ იმაზე დიდია, ვიდრე ადგილობრივ მოსახლეობას წარმოუდგენია.

პოლიტიკური პარტია "სასნა ცრერი" სირიაში კონტიგენტის გაგზავნას "რუსეთთან სომხეთის კოლონიალური დამოკიდებულებით ხსნის". Кавказский Узел-ს ცნობით, სოციალური ქსელის მომხმარებლების თქმით, "ეს გადაწყვეტილება სერჟ სარგსიანის დროს რომ მიეღოთ, ახლანდელი ხელისუფლება მას მწვავედ გააკრიტიკებდა".

"დიდ საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ეს არის ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილება, სურს თავი მოაწონოს რუსეთის პრეზიდენტს და ამ გზით შეინარჩუნოს ძალაუფლება სომხეთში..." - წერს ინტერნეტმომხმარებელი ბორის მურაზი.

"საინტერესოა რატომ დუმან უფლებადამცველები, რომლებიც ამგვარ გადაწყვეტილებას სერჟ სარგსიანს არ აპატიებდნენ? გასაგებია, კარგად მოეწყვნენ ხო?" - წერს ანი კაგინიანი.

"სრული სვლით უკან - ნაცრისფერი პოსტსაბჭოთა რუსეთისკენ! გილოცავთ!" - წერს ადგილობრივი სტუდენტი მინიაკ აშტოიანი.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე