ავტორი:

ჩინელი ასტროლოგის პროგნოზი 2019 წლისთვის - ის, რაც ჯერ საკუთარ მომავალზე არ იცით

ჩინელი ასტროლოგის პროგნოზი 2019 წლისთვის - ის, რაც ჯერ საკუთარ მომავალზე არ იცით

ჩინური ჰოროსკოპით, 2019 წელი 5 თებერვლიდან დადგა. სწორედ ამ დღეს შევიდა ოფიციალურად ძალაში ყვითელი ღორის წელი და სწორედ ამ თარიღიდან დაიწყო ცვლილებებიც ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაში.

გთავაზობთ ჩინელი ასტროლოგის კევინ ფუნგის ჰოროსკოპს:

1. ვირთხა

ვირთხის წელში დაბადებულებისთვის ეს წელი წარმატებული იქნება. თუ მიზანს დაისახავთ და გულმოდგინებას არ დაიშურებთ, ამ მიზანს ადვილად მიაღწევთ. წელიწადის შუა პერიოდში თქვენი მიზანსწრაფულობა თავის შედეგს და ნაყოფს გამოიტანს. წარმატებას მიაღწევთ ცხოვრების ყველა სფეროში. ყველაზე მთავარი, რაც ვირთხებმა უნდა გააკეთონ-უარი თქვან საქმეებსა და ურთიერთობებზე, რომლებმაც თავისი თავი ამოწურეს. მოიშორეთ ძველი, რომ დაიწყოს ახალი. სწორედ ასე დაამყარებთ წესრიგს ცხოვრების ყველა სფეროში. ცხოვრების დაწყება სუფთა ფურცლიდან- მხოლოდ წარმატებას მოგიტანთ.

2. ხარი

ხარებისთვის ეს წელი დადებითი მოვლენებით იქნება სავსე. თუმცა, გამოიჩინეთ სიფრთხილე. შესაძლოა, ახლობლებთან პატარა გაუგებრობები წარმოიშვას. პატარა კამათმაც კი შესაძლოა სულიერი წონასწორობა დაგირღვიოთ. თუ ერთხელ კალაპოტიდან ამოვარდით, ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნება რთული იქნება.

ხარებმა თავისი შეუპოვრობა და მიზანსწრაფულობა უნდა გამოავლინონ. ყველა თქვენს წამოწყებას დიდი შანსი აქვს, რომ წარმატებით დაგვირგვინდნენ, მაგრამ არც გულმოდგინება უნდა დაიშუროთ. ამ წელს არაფერია ისეთი, რაც ადვილად მიიღწევა. წარმატება მხოლოდ მათთან მივა, ვინც მონდომებას არ იშურებს.

3. ვეფხვი

ვეფხვებს ამ წელს დიდი წარმატებები ელით. მაგრამ, არ დაგავიწყდეთ, რომ საუკეთესო -კარგის მტერია. საქმის მიყვანა სრულყოფილებამდე შესაძლოა თქვენს წინააღმდეგ შემობრუნდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ახლობლების მხარდაჭერა ამ დროს.

საერთო ჯამში, წარმატებული წელი გექნებათ. წარმატებას მიაღწევთ ყველა სფეროში. მთავარია, ძალიან მაცდურ წინადადებებს ერიდოთ, თუნდაც ახლობელი ადამიანისგან მოდიოდეს.

4. კურდღელი

წლის დასაწყისი საკმაოდ მშვიდი იქნება, სამაგიეროდ, წლის შუა პერიოდისთვის ძალების და ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. ეს ენერგია გონივრულად უნდა გამოიყენოთ და გეგემების რეალიზაციისკენ მიმართოთ. თუ ძალებს სწორად გადაანაწილებთ, ცხოვრების ბევრ სფეროში წარმატებას მიაღწევთ.

ამ წელს კარგად მუშაობა მოგიწევთ, მაგრამ თქვენი შრომა დაფასდება კიდეც. დროა, ინიციატივა გამოიჩინოთ და მოქმედებაზე გადახვიდეთ. ეს არა მარტო სამუშაოს, არამედ პირად ცხოვრებასაც ეხება. არის შანსი, რომ ურთიერთობა გააუმჯობესოთ და მეორე ნახევარიც იპოვოთ.

5. დრაკონი

ამ წელს დრაკონებს ექსტრემი გაიტაცებთ, რაც მხოლოდ დადებით ზეგავლენას მოახდენს მათ ცხოვრებაზე. თუმცა, ნუ დაივიწყებთ ზომიერებას და ოჯახზე ზრუნვას.

დრაკონებს ამ წელსაც ბევრი შრომა ელით, მაგრამ ნურც ჯანმრთელობას დაივიწყებთ. გადაღლილობამ შესაძლოა თქვენს ჯანმრთელობაზეც იმოქმედოს. სასურველია, შემოდგომისთვის კარგად მიხედოთ ჯანმრთელობას. ამიტომ, უკვე ზაფხულში აიღეთ შვებულება და კარგად დაისვენეთ.

6. გველი

ცვლილებების წელი იქნება. ამასთან, ეს ცვლილებები ცხოვრების უმეტეს სფეროში მოხდება და პოზიტიური იქნება, თუმცა აუცილებელია ახლობლებთან და მეგობრებთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოთ.

თუმცა, თანდაყოლილი ეშმაკობის წყალობით, გველი თავს ადვილად გაართმევს ყველა დაბრკოლებას. სერიოზული პრობლემა არ შეგექმნებათ, მაგრამ საზრუნავი კი ბევრი გექნებათ. წაიკითხეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს