ავტორი:

რამდენიმე კილომეტრიანი რიგი სირიის საზღვარზე - ლტოლვილები სამშობლოში ბრუნდებიან

რამდენიმე კილომეტრიანი რიგი სირიის საზღვარზე - ლტოლვილები სამშობლოში ბრუნდებიან

წლების მანძილზე სამოქალაქო ომისგან დაცლილ სირიაში ხალხი ბრუნდება. BBC-ს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც სახელისუფლებო ძალებმა ამბოხებულები დაამარცხეს, იორდანიამ ჯაბერის საზღვარი გახსნა, რომელსაც დღეში ათასობით ადამიანი კვეთს. მათ შორის არიან ვაჭრები, რომლებიც სირიის ტერიტორიაზე სხვადასხვა პროდუქტს ყიდიან და - სირიელი ლტოლვილებიც, რომლებსაც სამშობლოში ახალი ცხოვრების დაწყების იმედი აქვთ.

ომისგან დანგრეულ ქვეყანაში შესვლის მსურველებს საზღვარზე ავტობუსებითა და მანქანებით დაუსრულებელ რიგში უწევთ დგომა. საზღვარი სამი წლის განმავლობაში იყო დაკეტილი. სირიელები ამბობენ, რომ ქვეყანაში დაბრუნებულები თავს დაცულად გრძნობენ. მათი დიდი ნაწილი, გასული წლების განმავლობაში, იორდანიაში, ან საუდის არაბეთში მუშაობდა.

თუმცა, საზღვრის კვეთის რიგში BBC-ს ჟურნალისტმა, ლტოლვილების და ვაჭრების გარდა, ტურისტებიც აღმოაჩინა. ბაჰრეინელი აჰმადი ამბობს, რომ ომამდე სირიაში ხშირად დადიოდა, ბავშვობაში კი არდადეგებს სწორედ იქ ატარებდა.

„სირიაში უამრავი რამ არის, რაც ჩვენ, ბაჰრეინში არ გაგვაჩნია. ჩამოდით სირიაში, ძალიან ლამაზი ქვეყანაა,“ - ამბობს აჰმადი.

ქვეყანაში დაბრუნების მსურველთა რიგში იყო ქალიც, რომელიც იორდანიაში დაქორწინდა და უკვე 8 წელია, სირიაში დარჩენილი ოჯახი ნანახი არ ჰყავდა. ქალი სამშობლოში ქმართან და შვილებთან ერთად დაბრუნდა.

სირიაში დაბრუნდა მარიამ ალ-საიადიც, ის 2 წლის განმავლობაში ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრობდა.

„როდესაც სამშობლოს ვტოვებდით, იმედი გვქონდა, რომ ღმერთის ნებით კვლავ სიმშვიდე დადგებოდა. სახლში გვინდა დაბრუნება, სამშობლოზე უკეთესი არაფერია,“ - ამბობს მარიამი.

ომის დამანგრეველი შედეგების დაძლევისთვის სირიას უამრავი წელი დასჭირდება, თუმცა ხალხის ნაკადის დაბრუნება ქვეყანაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე