ავტორი:

ამერიკელი სკოლის მოსწავლე Washington Post-ს უჩივის ცილისწამებისთვის - თინეიჯერი 250 მლნ დოლარს ითხოვს

ამერიკელი სკოლის მოსწავლე Washington Post-ს უჩივის ცილისწამებისთვის - თინეიჯერი 250 მლნ დოლარს ითხოვს

ამერიკელმა სკოლის მოსწავლემ ნიკოლას სენდმენმა გაზეთ Washington Post-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და ცილისწამებისთვის 250 მილიონ დოლარს ითხოვს.

საუბარია გაზეთ Washington Post-ის სტატიაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ ნიკოლას სენდმენმა საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთ დემონსტრანტთან დაპირისპირება გამოიწვია.

ინციდენტი 18 იანვარს აბორტების წინააღმდეგ მიტინგის დროს მოხდა, რომელშიც სენდმენი და მისი თანაკლასელები მონაწილეობდნენ. გაზეთ Washington Post-ში გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს თუ როგორ დგას ნიკოლას სენდმენი, „ამერიკა კვლავ დიადი გავხადოთ“ წარწერიანი ქუდით ამერიკელი ინდიელის ნეიტან ფილიპსის პირისპირ. ფოტოს ქვეშ აღნიშნულ ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სენდმენი აგრესიულად მოექცა ფილიპს და ამგვარად, რასისტული საქციელი გამოამჟღავნა.

ნეიტან ფილიპსის განცხადებით, სენდმენი თავის მეგობრებთან ერთად ყვიროდa „ავაშენოთ კედელი“, რაშიც მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობა იგულისხმებოდა. თვითონ სკოლის მოსწავლე უარყოფს ამ ბრალდებებს და ამბობს, რომ მსგავსი რამ არც ერთ ჩანაწერში არ ისმის.

სასარჩელო განცხადებაში ნათქვამია, რომ Washington Post-მა ცილი დასწამა სკოლის მოსწავლეს, რითაც დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მიმართული სარედაქციო პოლიტიკა წინა პლანზე გამოიტანა. ადვოკატების თქმით, გაზეთში გამოქვეყნებული ფოტო-მასალის გამო ნიკოლას სენდმენი დევნის ობიექტი გახდა.

„რათა ნიკოლასს სრულად აუნაზღაურდეს ზიანი და დავსაჯოთ გაზეთი Washington Post, აღნიშნული საქმე მოითხოვს 250 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურებას“, - ნათქვამია სასარჩელო განცხადებაში.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე