ავტორი:

იაგო ნებიერიძემ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადა - "ყველაფერი საინფორმაციო წყაროებით გავრცელებულია"

იაგო ნებიერიძემ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადა - "ყველაფერი საინფორმაციო წყაროებით გავრცელებულია"

იაგო ნებიერიძე დუმილის უფლებით სარგებლობს და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გორში, 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა, მარიამ პოპიაშვილმა რუსთავის N6 პენიტეცნიური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, მან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება სადავოდ სცნო.

"ყველა მტკიცებულება, რაც ჩვენთვის იყო გადმოცემული, სადავოდ ვცანით. იაგო ნებიერიძე დუმილის უფლებით სარგებლობს და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადა. საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადეცა. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოთი სარგებლობის უფლება იაგო ნებიერიძეს ფაქტობრივად მოესპო, იმის გამო, რომ ყველაფერი საინფორმაციო წყაროებით გავრცელებულია", - აღნიშნა პაპოშვილმა.

მისივე განმარტებით, ნებიერიძე დუმილის უფლებას სასამართლოში დაარღვევს. "შემდგომში დუმილს არ აპირებს. ექსპერტიზის დასკვნა, როცა სასამართლოზე იქნება გამოკვლეული და ექსპერტები დაიკითხებიან, მერე მოგაწოდებთ ინფორმაციას. გამამართლებელ განაჩენს ველოდები თუ არა, ამას არ და ვერ გეტყვით, მაგრამ არსებითი განხილვის ეტაპზე ყველაფერი გამოიკვეთება, თითოეულ მტკიცებულებას სამართლებრივი შეფასება მიეცემა", - აღნიშნა ადვოკატმა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 6 მარტს, 14:00 საათზე დაინიშნა.

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს