ავტორი:

"შეფ მარკეტერის" მონაწილეების მომზადებული "გვალო შხვარე" და გემრიელი მეგრული კერძები

"შეფ მარკეტერის" მონაწილეების მომზადებული "გვალო შხვარე" და გემრიელი მეგრული კერძები

კულინარიული შეჯიბრი #CHEFმარკეტერი გრძელდება. ჟურნალ "გემრიელიას" მორიგ ღონისძიებას, ამჯერად რესტორანმა "პილპილმა" უმასპინძლა.

გემრიელი კერძების მომზადებაში ერთმანეთს სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები ეჯიბრებოდნენ. "ბელჰაუსის", "აზატოს", "ემ გრუპის", "სუფთა სახლის", "მიკრო ბიზნეს კაპიტალის" და "საგას" წარმომადგენლებმა თავიანთი კულინარიული ხელოვნება მეგრულ-აფხაზური კერძის - "გვალო შხვარეს" მომზადებაში გამოავლინეს.

ექვსმა ქალბატონმა კერძს საკუთარი ინდივიდუალურობა და პიკანტური გემო შემატა, მათ შორის გამარჯვებული კი პროფესიონალმა ჟიურიმ გამოავლინა.

#CHEFმარკეტერის თებერვლის თვის გამარჯვებული თამთა ასლანიშვილი გახდა. ღონისძიების სპონსორი, კომპანია "კოლორპაკი" გახლდათ, რომელმაც მონაწილეებისთვის პრიზები დააწესა. მონაწილეებმა და ღონისძიების სტუმრებმა რესტორან "პილპილის" უგემრიელესი მეგრული სამზარეულო დააგემოვნეს.

თამთა ასლანიშვილი, "მიკრო ბიზნეს კაპიტალი":

"ძალიან საინტერესო პროექტია #CHEFმარკეტერი და სიამოვნებით ჩავერთე. არ ველოდი გამარჯვებას, მაგრამ გამიმართლა და არაჩვეულებრივი პრიზებიც გადმომცეს. დიდი მადლობა ორგანიზატორებს, მასპინძელს! წარმატებებს ვუსურვებ ამ არაჩვეულებრივ პროექტს.

მარიამ მუხიგული („კოლორპაკის“ კომერციული დირექტორი):

"კომპანია „კოლორპაკი“ პირველად ჩაერთო ამ ღონისძიებაში და ამის შემდეგ, ყოველთვიურად ვიქნებით მისი სპონსორები. ძალიან კარგი პროექტია, ჩვენი კომპანიაც პირდაპირ კავშირშია საკვებთან, რადგან შეფუთვას უზრუნველვყოფთ.

ნინო თურმანიძე (რესტორან „პილპილის“ დამფუძნებელი):

"სიამოვნებით ვუმასპინძლეთ ჟურნალ „გემრიელიას“ პროექტს #CHEFმარკეტერი. ჩვენს მიერ შეთავაზებული კერძი - "გვალო შხვარე" მოამზადეს კონკურსანტებმა, რასაც ვფიქრობ არაჩვეულებრივად გაართვეს თავი უმშვენიერესმა მანდილოსნებმა".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს