ავტორი:

ინდოეთში ალკოჰოლმა 80-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა - "ხელფასის აღების შემდეგ არალიცენზირებული სასმელი იყიდეს"

ინდოეთში ალკოჰოლმა 80-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა - "ხელფასის აღების შემდეგ არალიცენზირებული სასმელი იყიდეს"

ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში არალიცენზირებული სასმელით მოწამვლის შედეგად, 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 200-მდე კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ისინი ჩაის პლანტაციაში მუშაობდნენ. ხელფასის აღების შემდეგ მათ არალიცენზირებული ალკოჰოლური სასმელი იყიდეს, რის შედეგადაც მოიწამლნენ.

შეგახსენებთ, რომ ინდოეთის უკიდურესად ღარიბ მოსახლეობაში უკანონოდ დამზადებული იაფფასიანი ალკოჰოლური სასმელით მოწამვლის ფაქტები საკმაოდ ხშირია. გასულ თვეს ამავე მიზეზით უტარ-პრადეშის შტატში 100-მდე ადამიანი დაიღუპა.

VIDEO: ინდოეთში ალკოჰოლმა 80 ადამიანი იმსხვერპლა - მუშებმა ხელფასის აღების შემდეგ არალიცენზირებული სასმელი იყიდეს და მოიწამლნენ

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე