ავტორი:

"ISIS-ს გოგონას საქმე" - რა ბედი ეწევა ბანგლადეშელ შამიმს?

"ISIS-ს გოგონას საქმე" - რა ბედი ეწევა ბანგლადეშელ შამიმს?

"ISIS-ს გოგონას საქმე" - ასე უწოდებენ შამიმა ბეგუმის ბრიტანეთში დაბრუნება-არდაბრუნების თემას, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა, გაურკვეველია. გოგონა 15 წლის იყო, როდესაც დიდი ბრიტანეთიდან ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრებთან ერთად სირიაში გაიქცა.

ბოლო მონაცემებით, მას არც ბრიტანეთში დაბრუნების უფლებას და არც მოქალაქეობას აძლევენ, თუმცა შესაძლოა, ეს შეზღუდვა ბანგლადეშის მოქალაქეობის მიღებაზე არ აისახოს. ცნობისთვის, შამიმა ბეგუმის ოჯახი წარმოშობით ბანგლადეშიდან არის. ისინი წლებია ლონდონში ცხოვრობენ. თავად შამიმა კი 2015 წელს მშობლების სახლიდან, ორ მეგობართან ერთად, სირიაში გაიპარა.

bbc.com-ის ცნობით, შამიმა სირიაში ჯიჰადისტზე გაათხოვეს, რომელიც ბოლო მონაცემებით, რამდენიმე კვირის წინ სირიაში ტყვედ ჩავარდა.

თავად გოგონას ერთ-ერთი მეგობარი, კადიზა სირიის დაბომბვისას დაიღუპა, დღემდე უცნობია, რა ბედი ეწია მეორეს, ამირს. შამიმამ სირიაში ორი შვილი დაკარგა, ახლა კი ლტოლვილთა ბანაკში მესამე შვილზე იმშობიარა და ბრიტანეთის ხელისუფლებას ლონდონდში დაბრუნებას სთხოვს. თუმცა, ITV News-მა დიდი ბრიტანეთის შს სამინიტროს განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, შამიმა ბეგუმი მოქალაქეობას კარგავს. გოგონას ადვოკატის ცნობით, მას უფლება აქვს წერილი გაასაჩივროს.

"მე ვნანობ ყველაფერს, რაც ჩავიდინე... გთხოვთ, ნუ მკრავთ ხელს. მე ვაღიარებ, რომ "სირიული სახელმწიფოსა" და მისი პროპაგანდის გავლენის ქვეშ ვიყავით, ჩემს შვილს სტაბილური გარემო სჭირდება. საკმაირისად დავიტანჯე, ბოლო ხანებში ისლამურ სოფელში ისეთი ამბები ხდებოდა, გახსენებაც არ მინდა, ჩემი ორი შვილი გაუკრვეველი დაავადებებით დაიღუპნენ და ასეთი შემთხვევები იქ უამრავი იყო", - ამბობს ის bbc.com-თან საუბარში.

ბრიტანული პრესის ერთი ნაწილი ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს, ლოიალური იყოს გოგონას მიმართ, მით უფრო, რომ ის ნანობს თავის დანაშაულს. თუმცა, სხვების პოზიციით, ის ჯერ კიდევ ISIS-ის იდეოლოგიის გავლენის ქვეშ იმყოფება.

"გასგებია, რომ 15 წლის გოგონა ISIS-ს მსხვერპლი გახდა, მაგრამ ის უკვე 19 წლის არის, "მისი აზროვნება ჯიჰადისტების მიერაა ფორმირებული" და ახლა თავის ქმედებებზე პასუხი უნდა აგოს, მით უფრო, რომ ინტერვიუებში მკაფოდ ამბობს - ევროპასა და ამერიკაში მომხდარი ტერაქტები "სირიის სახელმწიფოს" განადგურებაზე ერთგვარი პასუხია", - წერს ადგილობრივი პრესა.

რამდენიმე დღის წინ, დიდი ბრიტანეთის შს მინისტრმა საჯიდ ჯავიშმა განაცხადა, რომ არავის, ვისაც ISIS-ს თან კავშირი ჰქონდა და, მით უფრო, სირიაში მათ რიგეში იბრძოდა, ბრიტანეთში დაბრუნების შანსი არ აქვს.

მისივე თქმით, ადგილობრივი მონაცემებით, ორმაგი მოქალაქეობის მქონეებს, ვინც ტერორისტთა რიგებში იბრძოდა და მათთან კავშირი ჰქონდა, ბრიტანეთის მოქალაქეობას ჩამოართმევენ.

ვიდრე შამიმ ბეგუმს ბრიტანეთის მოქალაქეობა შეუწყდება, მისი შვილიც გაერთიანებული სამეფოს მოქალაქედ ითვლება. "თავად შამიმის განცხადებით, მას ბანგლადეშური ფესვები აქვს, მაგრამ იქაური პასპორტი არ აქვს და წინაპრის ქვეყანაში არც არასდროს ყოფილა, შესაბამისად, იქ დაბრუნების სურვილიც არ აქვს", - წერს გამოცემა.

როგორც ჩანს, შამიმი დიდხანს იქნება საერთაშორისო მედიის განსჯის საგანი და მისი ბედის გარშემო კიდევ დიდხანს იქნება კამათი, რადგან მისი ადვოკატი და მშობლები ბრიტანეთის ხელისუფლების პოზიციის გასაჩირებას აპირებენ და ამბობენ, რომ ბანგლადეშში არავითარ შემთხვევაში არ დაბრუნდებიან.

ცნობისთვის, გასულ წლებში სირიაში, ტერორისტთა რიგებში 5 ათასზე მეტი ევროპული პასპორტის მქონე ადამიანი წავიდა საომრად. მათი უმეტესობა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან დაღუპულად მიიჩნევა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე