რვაფეხა "პაულიმ" ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონობა იწინასწარმეტყველა

რვაფეხა "პაულიმ" ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონობა იწინასწარმეტყველა

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში ესპანეთის ნაკრები გახდება. უცხოური სააგენტოების ცნობით, ამის შესახებ რვაფეხა "პაულიმ" 9 ივლისს იწინასწარმეტყველა.

" პაულიმ" დღესვე გერმანიის საფეხბურთო ნაკრებს მესამე ადგილი მიაკუთვნა.

მესამე ადგილისთვის გერმანიისა და ურუგვაის გუნდების შეხვედრა 10 ივლისს გაიმართება, ხოლო ფინალი 11 ივლისს, თბილისის დროით 22.30 საათზე დაიწყება. უძლიერესის ვინაობას ესპანეთი და ჰოლანდია გაარკვევენ.

როგორც ცნობილია, რვაფეხა "პაულთან" საფეხბურთო მატჩის წინ საკვები ორი თეფშით მიაქვთ, რომლებზეც მონაწილე გუნდების დროშებია დამაგრებული. მიიჩნევენ, რომ გაიმარჯვებს ის გუნდი, რომელი თეფშიდანაც რვაფეხა შეჭამს.

ამასთან, ნახევარფინალში გერმანიის ნაკრების წაგების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს გერმანელმა ფანებმა რვაფხეა მოკლეს, რაც არასწორი აღმოჩნდა.

"ინტერპრესნიუსი"

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს