ავტორი:

თუ ეკონომ-ნათურებს იყენებთ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ - რა საფრთხეებზე საუბრობენ სპეციალისტები?

თუ ეკონომ-ნათურებს იყენებთ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ - რა საფრთხეებზე საუბრობენ სპეციალისტები?

სამწუხაროა, მაგრამ ბოლო დროს ძალიან ბევრ საყოფაცხოვრებო ნივთზე, რომელიც ჩვენს სახლებში ლამის უცვლელ ნივთებად არის ქცეული, ვგებულობთ, რომ სინამდვილეში სარგებლობაზე მეტად მავნებლობა მოაქვს და უფრო მეტიც - ჯანმრთელობისთვის არის საშიში. ამჯერად საუბარია ენერგიის დამზოგავ, ე.წ. ეკონათურებზე, რომლებიც თურმე გაცილებით მავნებელია, ვიდრე ეს შეიძლება წარმოვიდგინოთ.

როგორც ბოლოდროინდელი კვლევები ცხადყოფს, პირველ ყოვლის, ეკონათურები სიმსივნის გამომწვევი ნივთების სიაში მოხვდა. სახიფათოა ნათურებისგან გამომავალი ულტრაიისფერი გამოსხივება. ნიუ-იორკის Stony Brook University-ს მეცნიერთა დასკვნების თანახმად, ეს გამოსხივება მკვეთრად ვნებს ჯანმრთელობას. ნათურა დიდი დოზით ასხივებს ულტრაიისფერ სხივებს, რომელიც კანის უჯრედებს აზიანებს. ეს იწვევს კანის უჯრედების კვდომას, კანის დაბერებას და პერსპექტივაში - მელანომას, სიმსივნის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო სახეობას. თავად ნათურების მწარმოებლები ადასტურებენ, რომ ის ასხივებს ულტრაიისფერ სხივებს, თუმცა ამტკიცებენ, რომ დოზები მისაღებია. მეცნიერთა თქმით კი, ამ ნათურების დამცავი საფარი მიკრობზარებით იფარება, რაც გამოსხივების ინტენსივობას იწვევს.

ამასთან, ნათურები ყურადღებით შეისწავლა გერმანელმა პროფესორმა, წმ ჰედვიგის სახელობის სომნოლოგიური დეპარტამენტის უფროსმა ბერლინში, დიტერ კუნცმა. მკვლევარი, მთელი რიგი გამოკვლევევბის შედეგად, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ეკონომ ნათურები ძილის დარღვევების წყაროა, ასევე ისინი უარყოფითად მოქმედებენ მომნელებელ სისტემაზე, კავშირში არიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან და მთელ რიგ ფსიქიატრიულ დარღვევებთან.

"ახალი ნათება" - თუ ჯანსაღ ალტერნატივას ეძებ

არსებობს 2 სახის ენერგოდამზოგავი ნათურა:

კოლაგენური და ფლუორესცენტური. ყველაზე სახიფათო ფლუორესცენტურია, რომელიც ყველაზე მეტად მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებს ვნებს. სპეციალისტები ურჩევენ ამ სფეროს წარმომადგენლებს, ამოიღონ გაყიდვებიდან ამ სახის ნათურები, რომლებიც 100 ვატზეა გათვლილი. 40 და 60 ვატზე გათვლილი ენერგოდამზოგავი ნათურები ნაკლებად მავნედ მიიჩნევა.

ენერგოდამზოგავ ნათურას ასევე შეუძლია გამოიწვიოს ვერცხლისწყლით მოწამვლა. ნათურები ვერცხლისწყლის საკმაოდ საშიშ დოზას გამოსცემს. გატეხილი ენერგოდამზოგავი ნათურის გარშემო ტოქსიკური ნივთიერებების კონცენტრაცია 20-ჯერ მაღალი აღმოჩნდა იმაზე, რაც დაშვებულია დახურული სივრცისთვის. განსაკუთრებით საშიშია ეს ნათურები ორსულების, ჩვილებისა და ბავშვებისთვის. ჩვეულებრივი ნათურები არ შეიცავს ვერცხლისწყალს, ისევე, როგორც ჰალოგენური ნათურები. რაც შეეხება ენერგოდამზოგავს, მათში არ არის დამცავი გარსი და როცა ძლიერად ცხელდება, იმსხვრევა. ვერცხლისწყალი პირველი კლასის საფრთხის შეცველ ნივთიერებებში შედის. მან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული მოწამვლები, დააზიანოს ნერვული სისტემა, ფილტვები, ღვიძლი, თირკმელები.

გარდა ამისა, ეკონათურა შეიცავს არანაკლებ მავნე ნივთიერებებს: ნაფტალინს, სტიროლს, ფენოლს. საერთო ჯამში, ყველა იმ მონაცემით, რაც არსებობს, ეკონათურები მთელ ორგანიზმზე, იმუნურ სისტემასა და ნევრულ სისტემაზე ახდენს ძალიან ცუდ ზემოქმედებას.

"ახალი ნათება" - გაეცანით მსოფლიოში ცნობილი განათების გიგანტების 9000-მდე პროდუქციას

ეკონომიური ნათურები იმდენად მავნეა ჯანმრთელობისთვის, რომ ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტომ (U.S. Environmental Protection Agency) გამოუშვა სპეციალური პროტოკოლი, თუ როგორ უნდა მოიქცე ეკონომიური ნათურის გატეხვის შემთხვევაში:

  • თუ ეკონათურა ნათურა გატყდა, ოთახიდან უნდა გაიყვანონ ადამიანები და ცხოველები.
  • ფანჯრები უნდა გაიღოს და ჰაერი გაიწმინდოს 10 წუთის განმავლობაში.
  • უნდა გამოირთოს კონდიციონერები და ცენტრალური გათბობა.
  • ნამსხვრევი უნდა მოგროვილ იქნას სველი ნაჭრით და მოთავსებულ იქნას თავსახურიან შუშის ქილაში ან ჰერმეტულ პაკეტში.
  • ამ ნათურების ნაგავში ჩაყრა არაფრით არ შეიძლება! მისი უტილიზაცია უნდა მოახდინონ სათანადო სამსახურებმა.

"ყველაზე სუსტებს იმუნიტეტი აქვთ, ძლიერები კი გადარჩენისთვის იბრძვიან“ - მარიამ კობახიძე "მასტერშეფში“ მონაწილეობის შესახებ

ის მეუღლეზე 16 წლით უმცროსია, თუმცა ამბობს, რომ ხშირად თავი მასზე უფროსიც კი ჰგონია - ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის მეუღლის შესახებ

თუ კორონავირუსი დაგიდასტურდებათ: როგორ უნდა იმკურნალოთ სახლის პირობებში - ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი დოქტორის, ექიმ მამუკა მაჩაიძის რეკომენდაციები