ავტორი:

მოწყენილი ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი - ლედი გაგასთან ვნებიანი დუეტის შემდეგ წყვილი პაპარაცებმა გადაიღეს

მოწყენილი ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი - ლედი გაგასთან ვნებიანი დუეტის შემდეგ წყვილი პაპარაცებმა გადაიღეს

„ოსკარის“ დაჯილდოების ამბებებიდან ყველაზე ხმაურიანი ბრედლი კუპერისა და ლედი გაგას მიერ შესრულებული სიმღერა აღმოჩნდა, სოციალური ქსელებში ამ დრომდე მხოლოდ მათ შორის არსებულ „ქიმიაზე“ საუბრობენ. არავინ იცის, რეალურად არის თუ არა რაიმე გრძნობა მსახიობებს შორის, მეგობრობის გარდა.

პარალელურად, ყველას აინტერესებს, რამდენად გულწრფელი იყო ბრედლი კუპერის პარტნიორის, ირინა შეიკის რეაქცია, როდესაც ის ცრემლმორეული უსმენდა ლირიკულ ბალადას, შემდეგ კი ფოტორეპორტიორებმა ლედი გაგასთან მხიარულად მოსაუბრე გადაიღეს. სოციალური ქსელების მომხმარებლები ფიქრობენ, რომ შეიკს ეჭვიანობის სერიოზული საბაბი აქვს.

"დეილი მეილი" წერს, რომ ოსკარის წვეულებების დასრულების შემდეგ პაპარაცებმა ცნობილი მოდელი და მისი ჰოლივუდელი შეყვარებული გადაიღეს, ირინა და ბრედლი ბედნიერებისგან არ ბრწყინავდნენ, თუმცა, შესაძლოა, ეს უძილო ღამისა და გადაღლილობის ბრალიც იყოს.

ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი 2015 წლის შემდეგ ერთად არიან. მათ 1 წლის შვილი, ლეა ჰყავთ.

ვიდრე ირინას შეხვდებოდა, ბრედლი 2 წლის განმავლობაში ინგლისელ მოდელსა და მსახიობს, სუკი უოთერჰაუსს ხვდებოდა, შეიკს კი ფეხბურთის ვარსკვლავთან, კრისტიანო რონალდოსთან 5 წლიანი ურთიერთობა ჰქონდა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება