ავტორი:

"თბილავიამშენის" 120 თანამშრომელი გაიფიცა - რას ითხოვენ გაფიცულები?

"თბილავიამშენის" 120 თანამშრომელი გაიფიცა - რას ითხოვენ გაფიცულები?

„თბილავიამშენის“ თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ. საწარმოში დასაქმებულმა 120 ადამიანმა დღეიდან გაფიცვა გამოაცხადა.

როგორც ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ავიაინჟინერმა ოთარ ბახტაძემ განუცხადა, ისინი ხელფასების მატებას და პრემიალური სისტემის შემოღებას ითხოვენ.

„აქ შეკრებილია სს „თბილავიამშენის“ კოლექტივი, რომელიც გაიფიცა რამდენიმე მოთხოვნის გამო. ეს არის ხელფასების ადეკვატური მატება, რაც შესაბამისი იქნება შესრულებულ სამუშაოსთან და პრემიალური სისტემის დანერგვა, რისი პირობაც ჩვენ მივიღეთ დამსაქმებლისგან და 3 თვის შემდეგ ეს პირობა არ ამოქმედდა. მივედით უკიდურეს ზომამდე, მანამდე გამოყენებული გვქონდა მედიატორის ჩართულობაც. ამან შედეგი ვერ გამოიღო. სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები და პროფკავშირები გვიერთდებიან და გვიცხადებენ სოლიდარობას. ახლა საწარმოო პროცესი არის გაჩერებული. აქციები გაგრძელდება, ვიდრე არ დაკმაყოფილდება ძირითადი მოთხოვნები. მინიმალური ხელფასის ზღვარი უნდა იყოს 1000 ლარი და კომპეტენციის ფარგლებში ყველას უნდა მოემატოს 30-70% ფარგლებში. ამაზე უარს გვეუბნებიან", - განაცხადა ოთარ ბახტაძემ.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ