ავტორი:

სკანდალი გრძელდება - ირინა შეიკმა "ინსტაგრამზე" ლედი გაგას გამოწერა გააუქმა

სკანდალი გრძელდება - ირინა შეიკმა "ინსტაგრამზე" ლედი გაგას გამოწერა გააუქმა

„ოსკარის“ ცერემონიალზე ლედი გაგასა და ბრედლი კუპერის ვნებიანად შესრულებული დუეტის შემდეგ მათ შორის არსებული "ქიმიის" შესახებ მითქმა-მოთქმა არ წყდება.

დეილი მეილის“ ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ კუპერის 33 წლის შეყვარებული, ირინა შეიკი სიმღერის დასრულების შემდეგ ორივეს ულოცავდა წარმატებულ გამოსვლას, ყველაფერი არც ისე კარგად არის. ირინამ „ინსტაგრამზე“ ლედი გაგას გამოწერა გააუქმა.

ოსკარის ცერემონიალის მეორე დღეს კი პაპარაცებმა შეიკი და კუპერი გადაიღეს, ისინი ბედნიერები სულაც არ ჩანდნენ.

The Sun წერს, რომ ირინა ძალიან დაღალა ჭორებმა მისი საყვარელი მამაკაცისა და ლედი გაგას შესახებ. წყარო ამბობს, რომ შეიკი არ ეჭვიანობს, თუმცა მუდმივი ჭორაობა მისთვის ძალიან დამღლელი აღმოჩნდა.

„მას ძალიან უხარია, რომ ფილმი წარმატებული აღმოჩნდა,“ - ამბობს წყარო.

ოსკარის ცერემონიალზე შეიკი და კუპერი საჯაროდ ეხუტებოდნენ ერთმანეთს და მოდელი ღიმილით ამხნევებდა ბრედლისა და გაგას.

მსახიობების მტკიცების მიუხედავად, რომ ისინი მხოლოდ მეგობრები არიან, ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ შეუძლებელია, ბრედლი კუპერსა და ლედი გაგას შორის სერიოზული გრძნობები არ იყოს. მათ მიერ შესრულებული Shallow იმდენად რეზონანსული აღმოჩნდა, რომ „ოსკაროსნების“ ვინაობაც კი გადაფარა.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს