ავტორი:

ვინ იყო 21 წლის გოგონა, რომელიც თბილისში,  CO-ს დაგროვების შედეგად გარდაიცვალა

ვინ იყო 21 წლის გოგონა, რომელიც თბილისში,  CO-ს დაგროვების შედეგად გარდაიცვალა

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, კნოლევის ქუჩაზე მდებარე იტალიურ ეზოში ორი ადამიანი იპოვეს გარდაცვლილი. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგონა და ბიჭი CO-ს დაგროვების შედეგად გარდაიცვალნენ. გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი 21 წლის ანი ჯაფარიძეა.

"და მაინც, რა არის სიცოცხლე? არც არაფერი! დღეს ხარ, ოცნებობ, გეგმავ... ჰოპ და აღარ ხარ!.. ანი..." - წერს გარდაცვლილი გოგონას მეგობარი გიგა ბენია "ფეისბუქზე".

გარდაცვლილი გოგონას შესახებ პოსტს აქვეყნებს ასევე ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე:

"ეს იმერული ბანაკი "სულორია", რომელსაც მრავალი წელი ვხელმძღვანელობდი. უამრავი ნიჭიერი და მაგარი ბავშვი "გამომიზრდია". ანი განსაკუთრებული იყო...ლამაზი იყო...ძალიან ლამაზი...ვაიმე რა საშინელება გავიგე დღეს ჩემო გოგო... ასე პატარა, ასე ლამაზი...რატომ?, რატომ? ..." - წერს ლიკლიკაძე.

"ყაზტრანსგაზ - თბილისის" ინფორმაციით, შემთხვევის შესახებ კომპანიაში გვიან ღამით შევიდა შეტყობინება. ადგილზე მისულ "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებს არასწორად დამონტაჟებული გამათბობელი დახვდათ.

"კომპანიის სპეციალისტების მიერ საცხოვრებელი სახლი შემოწმდა. ბინაში ტექნიკური ნორმების დარღვევით ღია წვის კამერიანი („ნიკალას“ ტიპის) გამათბობელი იყო დამონტაჟებული. ეზოში უსაფრთხოების ნორმების დარღვევით დამონტაჟებულია ასევე სამი ღია წვის კამერიანი წყალგამაცხელებელი. საცხოვრებელ სახლს გაზმომარაგება შეუწყდა" - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო