ავტორი:

"მოსალოდნელია, მეგობრული კავშირების რომანტიულში გადაზრდა" - რას გიმზადებთ 26 მარტამდე ვენერა მერწყულში

"მოსალოდნელია, მეგობრული კავშირების რომანტიულში გადაზრდა" - რას გიმზადებთ 26 მარტამდე ვენერა მერწყულში

ასტროლოგი ხათუნა ნოელი უახლოესი დღეების ასტროლოგიური ტენდენციების შესახებ წერს:

"1 მარტს, დღის ბოლოს ვენერა ტოვებს თხის რქის პრაგმატულ ნიშანს და ექსცენტრიკულ მერწყულში გადადის. თუმცა უკვე მანამდე, ბოლო გრადუსიდან კვადრატს ქმნის ვერძში მყოფ ურანთან, რომელიც ასევე აპირებს კუროში გადასვლას. ეს ასპექტი ურთერთობებს ძალზე არაპროგნოზირებადს გახდის, თუმცა არც ერთი ნახვით შეყვარებებია გამორიცხული. კვირის ბოლო დღეები ფინანსურ დანაკარგებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. მოერიდეთ დაუგეგმავი შენაძენების გაკეთებას, მითუმეტეს, თანამედროვე ტექნიკის და უძრავი ქონების სფეროებში. ნუ ჩაიტარებთ ექსპერიმენტებს გარეგნობასთან დაკავშირებით. მოერიდეთ რადიკალურ ცვლილებებს იმიჯში.

4 მარტიდან კი როდესაც ეს კონფლიქტური ასპექტი დაიშლება, მერწყულის ვენერა თავის უმშვენიერეს ფეიერვერკებს გაჩვენებთ. წინა თვეში გაბატონებული თხისრქისეული თავშეკავებულობა და სიფრთხილე გრძნობების გამომჟღავნების საკითხში კონტაქტურობითა და პირობითობის სწრაფი მოხსნით შეიცვლება და რომანტიული პარტნიორის პოვნა ამ დროს ჯგუფური აქტივობების დროს ბევრად უფრო შესაძლებელია. შესაძლოა, მეგობრული კავშირების რომანტიულში გადაზრდა...

მალე, როგორც სასიყვარულო, ისე ფინანსურ საკითხებში მეტი ავანტურიზმი თუ არა, ახალი მიდგომების, ახალი იდეების მოთხოვნილება აუცილებლად გაჩნდება

ფინანსური საკითხების თვალსაზრისითაც ამ პერიოდში კარგია ჯგუფურ აქტივობებში ჩართვა, საქმის გუნდურად გადაწყვეტა. შესანიშნავი დროა საზოგადოებრივ ასპარეზზე პირველი ნაბიჯების გადადგმისთვის - ოღონდ იმოქმედეთ შაბლონების გარეშე, შემოქმედებითად. თუ საჭიროა, დაიხმარეთ მეგობრული კავშირებიც. თანხების შემოდინებას ასევე ხელს შეუწყობს ორიგინალური იდეები, არაშაბლონური მიდგომები, თანამედროვე ტექნიკის უახლესი მიღწევების გამოყენება. შესაძლოა დაფინანსების სრულიად ახალი წყაროს გამოჩენაც, რომელსაც სპონსორებს, მეცენატებს ან უბრალოდ თქვენს კარგ მეგობრებს უნდა უმადლოდეთ.

განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდია, რა თქმა უნდა მერწყულებისათვის, აგრეთვე ჰაერისა და ცეცხლის სტიქიის ნიშნებისთვისაც. აქტიურობა წაადგებათ მათაც, ვისაც პირადი პლანეტები, ასცენდენტი, mc,ან II ან VIII სახლების კარიბჭეები გყავთ მერწყულში.

ვენერა მერწყულში 26 მარტამდე დარჩება

გისურვებთ, წარმატებები მოეტანოს ვენერას თქვენთვის თავისი აქტიობის ყველა სფეროში".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს