ავტორი:

რუსული გემი, რომელსაც მთვრალი კაპიტანი მართავდა, საავტომობილო ხიდს შეეჯახა

რუსული გემი, რომელსაც მთვრალი კაპიტანი მართავდა, საავტომობილო ხიდს შეეჯახა

სამხრეთ კორეაში საავტომობილო ხიდს რუსული სატვირთო გემი შეეჯახა - „დეილი მეილი“ წერს, რომ გემის კაპიტანი ნასვამი იყო.

6 ათას ტონიანი „სიგრანდი“ ქალაქ ბუსანში მდებარე გვანგანის ხიდს გუშინ შეეჯახა. ამის შემდეგ კი გემმა მობრუნება სცადა, რა დროსაც კორეის სანაპირო დაცვამ შეაჩერა. უწყების წარმომადგენლის თქმით, კაპიტნის სისხლში ალკოჰოლის დაშვებულზე სამჯერ მეტი რაოდენობა აღმოჩნდა.

ნახეთ ვიდეო - მთვრალი რუსი კაპიტანი გიგანტური სატვირთო გემით ხიდს შეასკდა

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ „სიგრანდი“ ინციდენტამდე 40 წუთით ადრე სანაპიროსთან მიბმულ საკრუიზო გემს დაეჯახა.

სამართალდამცველები ცდილობენ გაარკვიონ, იმყოფებოდა თუ არა შეჯახების დროს შტურვალთან კაპიტანი. ასევე, გამოძიებას აინტერესებს, როგორ აღმოჩნდა ხომალდი კორეის სიგრძით მეორე ხიდთან, როდესაც ის საპირისპირო მიმართულებით უნდა წასულიყო.

კორეის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, „სიგრანდი“ ვლადივოსტოკიდან ბუსანში ოთხშაბათს დილით ჩავიდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ხიდის ნაწილი უსაფრთხოების გამო გადაიკეტა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე