ავტორი:

"ჩიკა" სასამართლოში - რისთვის დააკავა პატრულმა "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი

"ჩიკა" სასამართლოში - რისთვის დააკავა პატრულმა "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში, "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობ ანი ჩირაძის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა პირმა განუცხადა, მსახიობმა პატრულის თანამშრომელს შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ კი, შეაგინა, რის შემდეგაც მსახიობი პატრულმა ადმინისტრაციული წესით დააკავა. შემთხვევა, დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა, ახლა კი სასამართლოში პროცესები მიმდინარეობს.

თავის მხრივ, მსახიობმა "ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, თუ რატომ იმყოფება სასამართლოში, განაცხადა, რომ კომენტარის გაკეთება არ სურს და რომ „მეგობარს მოყვა“.

„ინტერპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში კომენტარი არ გააკეთეს.

იხიელთ ვიდეო: "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი სასამართლოში: რას ედავება გამოძიება "ჩიკას" როლის შემსრულებელ ანი ჩირაძეს?

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს