ავტორი:

ვინ არიან ფოთსა და სენაკში დაკავებულები, რომლებსაც ე.წ. "კანონიერ ქურდებთან" კავშირში ედებათ ბრალი

ვინ არიან ფოთსა და სენაკში დაკავებულები, რომლებსაც ე.წ. "კანონიერ ქურდებთან" კავშირში ედებათ ბრალი

სენაკსა და ფოთში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად, შსს-მ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავა, რომლებსაც ბრალად ედებათ ქურდული სამყაროს წევრობა.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, დაკავებულები არიან: 42 წლის ირაკლი ჩხენკელი; ასევე წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები - 40 წლის მანუჩარ გაბუნია და 41 წლის მამუკა ლაგვილავა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ე.წ. "კანონიერ ქურდებთან" - ლავას ოღლი, იგივე მინდია გორაძესთან, ჯუმბერ ბაირამიდითთან (ზედმეტსახელად "ბონჩო"), სტავრო ბაირამიდთან - (ზედმეტსახელად "როკო"), დათო ჩხიკვიშვილთან, მერაბ მზარელუასთან და როლანდ გეგეჭკორთან.

ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა რამდენიმე მოქალაქეს ე.წ. კანონიერ ქურდებთან შეთანხმებით, „ქურდული გარჩევა“ მოუწყეს და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ.

"უაღრესად დადებითი ბიჭია. დღეს რა მოხდა არაფერი ვიცი. ვურეკავ მის ოჯახის წევრებს, მაგრამ ვერ ვუკავშირდები. როგორც ვფლობ ინფორმაციას, სამართალდამცველებმა ყველას ტელეფონი ჩამოართვეს. მართალია ნასამართლევია, მაგრამ რა მოხდა მაშინ არავინ იცის. არჩვეულებრივი და ყურადღებიანი ბიჭია. ჩვენ ნათესავებმა რაც ვიცი ესაა. ყავს მეუღლე და ორი შვილი. ერთი სტუდენტია, მეორე კი სკოლის მოსწავლე. ჩვენთვის დღევანდელი მისი დაკავება ძალიან მოულოდნელი იყო, რადგან მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა იმ კატეგორიის ადამიანებთან რაზეც არის საუბარი. გაოგნებული ვარ რაც გავიგე იმით“ - ამბობს დაკავებული მამუკა ლაგვილავას ახლობელი.

შსს-ში აცხადებენ რომ, გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით. ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: მაია ძაგანია

მკვლელობა ჩოხატაურში - 26 წლის ბიჭი, სავარაუდოდ, ვალის გამო მოკლეს

"ქურდული სამყაროს" წევრებმა ბიზნესმენი გაიტაცეს და ფულს სძალავდნენ - შსს-მ სპეცოპერაციის შედეგად 13 პირი დააკავა

გარდაბანში დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს ავტომობილიდან 100 000 ლარი გასტაცა