ავტორი:

ვინ იყვნენ წავკისი-თბილისის გზაზე ავარიაში დაღუპული ახალგაზრდები

ვინ იყვნენ წავკისი-თბილისის გზაზე ავარიაში დაღუპული ახალგაზრდები

წავკისი-თბილისის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიის შედეგად, მანქანაში მსხდომი 18, 20 და 23 წლის ახალგაზრდები ადგილზე გარდაიცვალნენ. გარდაცვლილები არიან გიორგი თათარაშვილი, გაგა ლაშქარაშვილი და გიორგი იაშაღაშვილი. ისინი "ემიგრანტების ლაზათის" ჯგუფის წევრები იყვნენ.

"გიო, მიწამ როგორ უნდა მიგიღოს?!

"ემიგრანტების არხი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს შოთო სიხარულიძეს "ემიგრანტების ლაზათის ჯგუფის წევრის" გიორგი იაშაღაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.

(სამი გარდაცვლილიდან ორი გაგა ლაშქარაშვილი და გიორგი იაშაღაშვილი გახლდათ "შოთო სიხარულიძის ემიგრანტების ლაზათის ჯგუფის წევრები", - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია "ემიგრანტის იმედის" ხელმძღვანელი შოთო სიხარულიძე.

ავარიის თვითმხილველები აცხადებენ, რომ მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებოდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის გარდაცვალება.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო