ავტორი:

ჩემი სიცოცხლის იმ ბავშვების სიცოცხლეში გაცვლა რომ შეიძლებოდეს, ერთი წუთი არ დავფიქრდებოდი - მირზა სუბელიანი

ჩემი სიცოცხლის იმ ბავშვების სიცოცხლეში გაცვლა რომ შეიძლებოდეს, ერთი წუთი არ დავფიქრდებოდი - მირზა სუბელიანი

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის შემდეგ, მირზა სუბელიანმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა. მან ამჯერადაც მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა.

"რადგან აქ ვარ ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეულ ქმედებებზე და მომხდარ ფაქტზე ჩემი წვლილი სამართლებრივი არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვიღაცამ შეიძლება ეს პოპულისტურ ნათქვამად ჩათვალოს, მაგრამ რომ შეიძლებოდეს ჩემი სიცოცხლის იმ ბავშვების სიცოცხლეში გაცვლა, ერთი წუთი არ დავფიქრდებოდი", - განაცხადა სუბელიანმა.

დაცვის მხარემ დასკვნით სიტყვაში მოსამართლეს თხოვნით მიმართა სასჯელის დანიშვნისას გაეთვალისწინებინა სუბელიანის მაღალი მორალი და ზნეობრიობა.

ადვოკატებმა ასევე მათ დასკვნით სიტყვაში ისაუბრეს იმაზეც, რომ სუბელიანი 9 თვის განმავლობაში სამარტოო საკანში იმყოფებოდა და რომ მას სუიციდის მცდელობაც ჰქონდა.

დაცვის მხარე სუბელიანის მიმართ მსუბუქი სასჯელის, ჯარიმის გამოყენებას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 9 ივნისს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს